Photomate -მა Intersolar Europe 2025 -ზე გერმანიაში, მიუნხენში ოფიციალურად წარადგინა ახალი Solution Partner პროგრამა, რაც გულისხმობს გრძელვადიან თანამშრომლობას, პრიორიტეტულ მხარდაჭერას და ექსკლუზიურ შეთავაზებებს პარტნიორებისთვის;
Photomate-ს კავკასიის რეგიონში 4 Solution Partner ჰყავს, ერთ-ერთი კი შაინ ენერჯია.
„შაინ ენერჯი“ – მზის ელექტროსადგურების საინჟინრო-სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.
კომპანია უზრუნველყოფს სრულ სერვისს —პროექტების დაგეგმვიდან მათ რეალიზაციამდე და გამართულ ექსპლუატაციამდე.
ნინა გადელია, Shine Energy-ის დამფუძნებელი:
„მოხარულები ვართ, რომ შაინ ენერჯი Photomate-ის Solution Partner გახდა კავკასიის რეგიონში. ეს პარტნიორობა ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და შედეგზე ორიენტირებული შრომის კიდევ ერთი დამადასტურებელია.
Photomate-თან თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად დავნერგოთ ინოვაციური და ხარისხიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები საქართველოს ბაზარზე.“
Photomate 2008 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მზის ინვერტორებისა და ენერგიის შემნახველი სისტემების ფართო პორტფელს ცენტრალურ, ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
როგორც Huawei Digital Power-ის VAP პარტნიორი, მომხმარებელს სთავაზობს მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული და დიდი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურებისათვის.
2024 წლიდან ფოტომეიტი კავკასიის რეგიონში Astronergy-ს გლობალური სტრატეგიული პარტნიორი გახდა, შესაბამისად უზრუნველყოფენ მზის ფოტოვოლტური მოდულების მიწოდებასაც. მათი გუნდი, რომელიც 200-ზე მეტი თანამშრომლისგან შედგება 23 ქვეყანაში, და განსაკუთრებით – 50-მდე ინჟინერი, უზრუნველყოფს როგორც გაყიდვამდე, ისე გაყიდვის შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერას.
