„შათდაუნის“ 42-ე დღეს -ში 1200-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, 3000-ზე მეტი კი გადაიდო – CNN

შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნის 42-ე დღეს 1200-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, 3000-ზე მეტი კი გადაიდო, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
კერძოდ, ავიაკომპანია Southwest Airlines-მა ოთხშაბათისთვის დაგეგმილი დაახლოებით – 150, United Airlines-მა კი დაახლოებით 270 რეისი გააუქმა.
როგორც მედია იუწყება, ვიდრე ფედერალური მთავრობის დახურვის დასრულების შესახებ შეთანხმება ოფიციალურად არ იქნება ხელმოწერილი, ავიაკომპანიებმა უნდა განაგრძონ FAA-ს საგანგებო ბრძანების შესრულება ამ კვირაში ფრენების თანდათანობით შემცირების შესახებ. ბრძანების თანახმად, ხუთშაბათისთვის რეისების რვა პროცენტი შემცირდება. პარასკევს მოსალოდნელია, რომ რეისები ათ პროცენტამდე შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ -ში მთავრობის „შათდაუნი“ 42 დღეა, გრძელდება, თუმცა აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც პირველი ნაბიჯია მთავრობის ხელახალი გახსნისკენ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ შემდეგ.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”