შავ ზღვაში წყალი თბება – რა რისკია ეს

შავ ზღვაში წყალი თბება და წყლის ტემპერატურის მატება შავი ზღვის აკვადორიაში იწვევს ხმელთაშუა ზღვის სახეობების შემოჭრას, რაც შავი ზღვის ეკოსისტემას ანგრევს – ასეთი განაცხადი გააკეთეს თურქმა მკვლევრებმა.
მათი ცნობით, 1970-2023 წლებში შავი ზღვის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი 15,3 გრადუსი იყო, 2023 წელს კი – 16,8 გრადუსი. წყალი თბება წითელ, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებშიც.
კლიმატის ცვლილება და ზღვის ტემპერატურის მატება იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს საზღვაო ეკოსისტემებში, მაგალითად, წითელი ზღვის სახეობები ვრცელდება ხმელთაშუა, მარმარილოსა და შავ ზღვებში.
თურქეთის საზღვაო სივრცეში უკვე შეჭრილია ინვაზიური სახეობები და მათი რიცხვი მზარდია. 2020 წლის კვლევამ აჩვენა, რომ შავ ზღვაში ინვაზიური სახეობების რაოდენობა 30-ს უახლოვდება და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ასეთი სახეობების რაოდენობამ შეიძლება გადააჭარბოს ადგილობრივ სახეობებს, რაც დაარღვევს ეკოლოგიურ ბალანსს ადგილობრივ სახეობებთან კონკურენციის გამო.
„ტემპერატურის მატება ამცირებს ტემპერატურულ განსხვავებას ხმელთაშუა და შავ ზღვებს შორის, რაც საშუალებას აძლევს ზოგიერთ სახეობას გავრცელდეს. ხმელთაშუა და შავი ზღვის ეკოსისტემები განსხვავებულია, მაგრამ ტემპერატურის მატებასთან ერთად ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების თევზის სახეობები იწყებენ გავრცელებას მარმარილოსა და შავ ზღვებში“, – ამბობს სტამბულის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგი ონურ გონულალი.
ბიოლოგი იმასაც უსვამს ხაზს, რომ სახეობებმა, რომლებიც კონკურენციას უწევენ ადგილობრივ სახეობებს რესურსებისთვის, შესაძლოა დაარღვიონ შავი ზღვის ეკოლოგიური წონასწორობა.
სპეციალისტების განმარტებით, ეკოსისტემაში ახალი სახეობის შესვლა ცვლის კვებით ჯაჭვს, იწვევს შავი ზღვის უნიკალური მახასიათებლების დაკარგვას და შავი ზღვის ხმელთაშუა ზღვასთან მსგავსების შედეგად, შესაძლოა, მაგალითად, შავ ზღვაში შემცირდეს ქაფშია, რაც ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ცვლილებებს გამოიწვევს.
სხვათა შორის, რამდენიმე წელია შავ ზღვაში ინტენსიურად მრავლდება აქაური საზღვაო ბიომრავალფეროვნებისთვის უცხო თევზი, – მუქი ქორჭილა და, როგორც ეკოლოგები ამბობენ, მან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას შავი ზღვის ენდემურ სახეობებს.
ეკოლოგი და იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ მუქი ქორჭილას ბუნებრივი გავრცელების ზონა წყნარი ოკეანის დასავლეთ სექტორია, უფორ კონკრეტულად, ს, ჩინეთის, კორეის და იაპონიის სანაპირო წყლები, თუმცა, ახლა ის გავრცელებულია შავი ზღვის კრასნოდარის მხარის სანაპიროებზე და საქართველოს სანაპიროს ს მონაკვეთზე. 2023 წელს ის საქართველოში მოიპოვეს ქობულეთის, ს, ს და ყულევის მახლობლად.
არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ წლების განმავლობაში შავ ზღვაში სხვა წყლებიდან არაერთი უცხო სახეობაა შემოსული, თუმცა არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ ეს თევზი, თავისი მახასიათებლებით გამოირცევა და შეუძლია ენდემური სახეობებისთვის საფრთხის შექმნა.