შავი ფული რუსეთიდან სანქციების გვერდის ავლით – “რა დევს მანქანებში?” – ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, “ქართულ ოცნებას” დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ადანაშაულებს.
ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდისთვის ფინანსური შემოსავლების ერთ-ერთი მთავარი წყარო საქართველოდან რუსეთში ძვირადღირებული მანქანების გაყვანაა.
“ჩვენი ეკონომიკა დღეს დიდწილად გაჩერებულია. მართალია, რომ რაღაც შემოსავლები მაინც არის, პირველ რიგში, იმ სანქციების გვერდის ავლით, რომელიც ძალიან გაძლიერებულია ბოლო პერიოდში და ერთ-ერთი წყარო ფინანსური შემოსავლების არის ის ძვირადღირებული მანქანები, რომლებიც გადის საქართველოდან ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად კი რუსეთში. თითო მანქანას ძალიან დიდი ფასი აქვს საქართველოდან გაყვანის. ამ მანქანებში კიდევ სხვა რა დევს, ესეც გასარკვევია. ეს არის სერიოზული პრობლემა და ალბათ, ერთ-ერთი წყარო, რომლითაც მმართველი პარტია დღეს კიდევ ინარჩუნებს რაღაც შემოსავლებს “, – ამბობს პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: როცა იმ მთავრობას წარმოადგენ, რომლის პირობებშიც ახალგაზრდები ემიგრაციაში გარბიან, რომ თავები გადაარჩინონ შიმშილისა და ავადმყოფობისგან, როცა სკოლის მოსწავლეები ბებია-ბაბუების პირადობის მოწმობებით ონლაინ კაზინოში თამაშობენ

გორში, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა – პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა სამართალდამცავის მოკვლა ცულის გამოყენებით სცადა, პოლიციის თანამშრომელმა კი ჰაერში გაისროლა