შავ პარასკევს ყველა მომხმარებელი მოუთმენლად ელის. ეს ის დღეა, როცა სასურველი პროდუქციის შეძენა დიდი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. კომპანიები, თავის მხრივ, ყოველ წელს აქტიურად ემზადებიან შავი პარასკევის განსაკუთრებული შეთავაზებებისთვის, რათა ერთგული მომხმარებელი სიურპრიზებით გაახარონ.
ამ ვნებათაღელვას წელს პირველად უერთდება პრემიუმ კლასის სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმი, „მოზაიკსი”, რომელიც ფერად, თანამედროვე, მაღალი სტანდარტის მქონე, ექსკლუზიურ, ევროპულ ბრენდებს გვთავაზობთ. აღსანიშნავია ისიც, რომ მოზაიკსი შავ პარასკევს არა მხოლოდ ერთ დღეს, არამედ მთლიან კვირეულს უძღვნის. 30%-ამდე ფასდაკლებით სარგებლობა შეგიძლიათ ადგილზე არსებულ სრულ ასორტიმენტზე, რომელიც გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით.
მოზაიკსი საქართველოს ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ, მისი როგორც ბრენდის მისიაა, ხელი შეუწყოს სიახლეების დანერგვას, მუდმივად შესთავაზოს მომხმარებელს განახლებულ კოლექციები, ხელმისაწვდომი გახადოს მსოფლიო ტრენდები, რადგანაც მოზაიკსში თვლიან, რომ სახლი არის სივრცე, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიზაინერული შტრიხები ჰარმონიულ კლიმატს ქმნიდეს.
[R]