„შავი ორშაბათი საქართველოში“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება პარლამენტსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და 25 ნოემბერს, – როცა პარლამენტი, მისი საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, შეიკრიბა, – უწოდებს „შავ ორშაბათს“.
„შავი ორშაბათი საქართველოში: პოლიცია და „სპეცნაზი“ იცავენ კარებს, რომელთა მიღმაც „ქართული ოცნების მონები“ კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს“.
მან გააზიარა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია მრავალშრიანი კორდონი პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან მობილიზებული პოლიციელებისა, რომლებიც დემონსტრანტებს პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევენ.
25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტი საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა.
აქციის მონაწილეები ამ პარლამენტს არალეგიტიმურად და თვითგამოცხადებულად მიიჩნევენ.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები – ისინი „ოცნებას“ არ მიუწვევია.
შეზღუდული იყო მედიის დაშვებაც.
პარლამენტმა, პრეზიდენტისა და ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელების მიუხედავად, რომლითაც ს შედეგების გაუქმებას ითხოვენ, პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ როდესაც არჩევნების შედეგები და შესაბამისად ყველა პარლამენტარის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, მათი უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.
ამ მოსაზრებას „ქართული ოცნება“ არ იზიარებს. პარტიაში აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის სარჩელი „სულელურია“ და დეპუტატების უფლებამოსილების ცნობას ვერაფერი შეაფერხებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის