ახალი სეზონის სტარტზე ‘შავი ლომი’ იტალიაში გაემგზავრება და ადგილობრივ ფრენჩაიზებთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს.
რიჩარდ ქოქრილის შეგირდები იტალიური ტურნესთვის 11 აგვისტოდან ემზადებიან, აპენინებზე 4 სექტემბერს გაემგზავრებიან და 6 სექტემბერს ‘ძებრეს’, 12 სექტემბერს კი ‘ბენეტონს’ შეერკინებიან.
‘შავი ლომი’ გასული სეზონის შემდეგ ლადო ჩაჩანიძემ, ლუკა მატკავამ, ბაჩუკი ჭუმბაძემ, ლუკა ივანიშვილმა, თენგიზ ზამთარაძემ, დავით ხუროშვილმა და ნოდარ დოლიძემ დატოვეს.
მათ ნაცვლად გუნდს შეუერთდნენ ზაურ ლუტიძე, ოთარ მეტრეველი, გიორგი სპანდერაშვილი, თამაზ ჭამიაშვილი, ბადრი ციხისთავი, ლაშა ციხისთავი, იოსებ გუშარაშვილი და ლუკა თაყაიშვილი. მათგან სამმა – ლუტიძემ, მეტრეველმა და ჭამიაშვილმა გუნდის შემადგენლობაში გაზაფხულზე, შოტლანდიურ ტურნეზე ითამაშეს.
ამრიგად, იტალიაში სულ 30 მორაგბე მიემგზავრება, საიდანაც 18 მორკინალი, 12 კი ხაზის მოთამაშეა.
შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, ვასილ კაკოვინი, დავით აბდუშელიშვილი, შალვა მამუკაშვილი, ირაკლი ქვათაძე, თამაზ ჭამიაშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, ბადრი ციხისთავი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, გიორგი ნიკოლაძე, გიორგი კერვალიშვილი, გურამ ღანიაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი სინაურიძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი ცუცქირიძე.
ხაზი: თენგიზ პერანიძე, გიორგი სპანდერაშვილი, ლუკა ცირეკიძე, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ოთარ მეტრეველი, ამირან შვანგირაძე, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ლუკა თაყაიშვილი.
Rugby.ge
დემეტრე დევდარიანი – „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი – ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
“შავი ლომი” შოტლანდიაში “ედინბურგთან” დამარცხდა
“შავი ლომი” | “მონპელიე” და “ძებრე” თბილისში, “ქონახთი” და “მონტობანი” სტუმრად
“შავი ლომი” | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
“შავი ლომი” | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
