“შავი ლომი” | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში

‘შავი ლომი’ 2025/26 წლების სეზონს 6 სექტემბერს, იტალიურ ‘ძებრესთან’ ამხანაგური მატჩით გახსნის.
რიჩარდ ქოქრილის შეგირდები იტალიაში 4 სექტემბერს გაემგზავრნენ და ხვალ საქართველოს დროით 22:30 საათზე იტალიური ფრენჩაიზის წინაშე წარსდგებიან, რომელიც 2012 წლიდან რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის ბინადარია. თამაში პარმაში, „სერჯიო ლანფრანკიზე“ გაიმართება, რომელიც ‘ძებრეს’ საშინაო არენაა და 5 ათას მაყურებელს იტევს.
რადგან თამაში მოსამზადებელი ხასიათისაა, მასში შეცვლები ულიმიტო იქნება და განაცხადში ‘შავი ლომის’ 30-ივე მორაგბეს ვიხილევთ. ახალ გუნდში დებიუტი ექნებათ ლაშა ციხისთავს, ბადრი ციხისთავს, გიორგი სპანდერაშვილს და ლუკა თაყაიშვილს, იოსებ გუშარაშვილი კი გუნდს 3 წლის შემდეგ უბრუნდება. ‘შავი ლომისთვის’ სადებიუტო 2021/22 წლების სეზონში მან ქართულ ფრენჩაიზთან ერთად რაგბი ევროპის სუპერ თასი მოიგო.
‘ძებრესა’ და ‘შავი ლომის’ ამხანაგურ თამაშს დაესწრებიან იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრეა დუოდო, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გონსალო კესადა და ქალაქ პარმას მერი.
იტალიურ ტურნეზე ‘შავი ლომი’ მეორე თამაშს 12 სექტემბერს ‘ბენეტონის’ წინააღმდეგ გამართავს.
ამხანაგური მატჩი
იტალია. პარმა. „სერჯიო ლანფრანკი“. 22:30 საქ. დრო
ძებრე (იტალია) – შავი ლომი (საქართველო)
შავი ლომი
ხაზი: 15. შალვა აფციაური, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ზაურ ლუტიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. გურამ ღანიაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი კერვალიშვილი, 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. ლუკა თაყაიშვილი, 24. ამირან შვანგირაძე, 25. თორნიკე კახოიძე, 26. ვასილ კაკოვინი, 27. თამაზ ჭამიაშვილი, 28. გიორგი ჩხარტიშვილი, 29. გიორგი ნიკოლაძე, 30. ოთარ მეტრეველი.
Rugby.ge
ილია ზედგინიძე ქართულ რაგბში დაბრუნდა
მსაჯების შეხვედრა ა ლიგის კაპიტნებსა და ვიცე-კაპიტნებთან
“შავი ლომი” | 30 მორაგბით იტალიაში
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
“შავი ლომი” | “მონპელიე” და “ძებრე” თბილისში, “ქონახთი” და “მონტობანი” სტუმრად
“შავი ლომი” | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
“შავი ლომი” | 30 მორაგბით იტალიაში
“შავი ლომი” | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე