2026 წლის სარაგბო სეზონს ქართული გუნდებიდან ‘შავი ლომი’ ხსნის. ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში ის საფრანგეთში ტოპ 14-ის ‘მონტობანს’ ეწვევა და 10 იანვარს, 17 საათზე შეერკინება.
‘მონტობანი’ 1903 წელს დაარსდა, საფრანგეთის ჩემპიონატში პირველად 1966/67წლების სეზონში ითამაშა და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. არსებობის ისტორიაში ‘მონტობანს’ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში სულ 8-ჯერ უთამაშია.
გუნდი უმეტესად საფრანგეთის მეორე დივიზიონის, პრო დე2-ის ბინადარი იყო და ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა – 2001, 2006 და 2025 წლებში. 2010 წელს ‘მონტობანს’ ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც ჯერ ტოპ 14-დან პრო დე2-ში დააქვეითეს, მერე კი კლუბი ბანკროტად გამოცხადდა და მესამე, სამოყვარულო ლიგაში (ფედერალ1) გადაინაცვლა. ფედერალ1 ‘მონტობანმა’ 2014 წელს მოიგო და მეორე დივიზიონში დაბრუნდა, გასული სეზონის შემდეგ კი ტოპ 14-ში აღზევდა.
მიმდინარე სეზონში ჩატარებული 14 თამაშიდან გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო (‘პერპინიანთან’ 29:22) და ერთი ფრედ (‘მონპელიესთან’ 22:22) დაასრულა. შედეგად, ის 7 ქულით ბოლო, მე-14 ადგილზეა. ‘მონტობანმა’ დათმო ჩელენჯ თასის ორივე თამაშიც – ‘ძებრესთან’ 17:41 და ‘ოსფრიზთან’ 22:33. ამრიგად, მას 2025 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ ზედიზედ 8 მარცხი მოუგროვდა.
‘მონტობანი’ ‘შავ ლომს’ საშინაო არენაზე – „სტად საპიაკზე“ უმასპინძლებს, რომელზეც 9 210 მაყურებელი ეტევა. ის 1908 წელს გაიხსნა და ბოლო რეკონსტრუქცია 2024 წელს ჩაუტარდა.
გუნდის შემადგენლობაში ორი ქართველი ლეგიონერია – ბურჯები ნუგზარ სომხიშვილი და ლუკა აზარიაშვილი.
Rugby.ge
7-კაცა | გიორგი ნოზაძე – შეიყვარე და გამოგვყევი
15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
ჩელენჯ თასი | “ქონოთისთვის” სამი შეიცვალა
“შავი ლომი” | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
ჩელენჯ თასი | 140 წლის “ქონოთთან” გალვეიში
“შავი ლომი” ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
ჩელენჯ თასი | “ქონოთისთვის” სამი შეიცვალა
“შავი ლომი” ჩელენჯ თასს “მონპელიეთი” იწყებს
“შავმა ლომმა” “მონპელიე” მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა




