“შავი ლომი” | შემადგენლობა 2024/25 წლების ჩელენჯ თასზე

ნოემბრის სანაკრებო თამაშების დასრულების შემდეგ, “შავი ლომი” სრული შემადგენლობით შეიკრიბა და 2024/25 წლების სეზონის ჩელენჯ თასისთვის მზადებას შეუდგა.
“შავმა ლომმა” ჩელენჯ თასზე პირველად შარშან ითამაშა და სადებიუტო მატჩში ინგლისის პრემიერშიფის “გლოსთერს” დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა (10:15), მერე კი “სქარლეთსს” უელსში ეწვია და 23:7 მოგებით, ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ თამი ჩვენი გუნდი ფრანგულ კლუბებს – “კასტრს” (6:28) და “კლერმონს” (3:36) ეთამაშა და საბოლოოდ 6-გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა.
წლევანდელ ჩელენჯ თასს რიჩარდ ქოქრილის შეგირდები
7 დეკემბერს თბილისში, ფრანგულ “ვანთან” მატჩით იწყებენ, 15-ში “სქარლეთს” უელსში ეწვევიან, 2025 წლის 11 იანვარს თბილისში კიდევ ერთ ფრანგულ გუნდ “ბაიონას” მიიღებენ, ხოლო 19 იანვარს “ედინბურგს” შოტლანდიაში ერკინებიან.
მომავალი თამაშებისთვის “შავი ლომის” შემადგენლობაში 31 მორაგბე ემზადება, რომელთაგან 19 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა. შეგახსენებთ, “შავმა ლომმა” წელს უკვე ითამაშა რაგბი ევროპის სუპერ თასზე და თასს ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა.
“შავი ლომი” 2024/25 წლების სეზონში
შერკინება: დათო აბდუშელიშვილი, კახაბერ დარბაიძე, ვასილ კაკოვინი, შალვა მამუკაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, ლუკა ივანიშვილი, გიორგი სინაურიძე, გიორგი კერვალიშვილი, გიორგი ცუცქირიძე;
ხაზი: თენგიზ პერანიძე, ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, ლუკა მატკავა, შალვა აფციაური, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ამირან შვანგირაძე, იოანე მეტრეველი, დემურ თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, ლუკა ცირეკიძე.
Rugby.ge