სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე მყოფი ‘შავი ლომი’ ხვალ, 17 ოქტომბერს, Toyota Chellenge-ს ფარგლებში ადგილობრივ ფრენჩაიზ ‘ჩიტასთა’ პირველ თამაშს გამართავს.
ბლუმფონტეინში, „ტოიოტა სთედიუმზე“ შეხვედრა ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება.
იტალიური ტურნესგან განსხვავებით, სადაც ‘შავმა ლომმა’ ‘ძებრესა’ და ‘ბენეტონის’ წინააღმდეგ 30-30 კაციანი განაცხადებით ითამაშა, ბლუმფონტეინში მოედანზე 23 მოთამაშე გავა.
ბოლო თამაშის შემდეგ (‘ბენეტონთან’ 12 სექტემბერს) სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა – ერთი ხაზში და ერთი შერკინებაში. ცენტრში დემურ თაფლაძის ნაცვლად თამაშს ზაურ ლუტიძე იწყებს, ხოლო შერკინების მესამე ხაზში ლაშა ციხისთავის ადგილს სანდრო მამამთავრიშვილი დაიკავებს. მამამთავრიშვილს იტალიაში არ უთამაშია და გუნდს სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე დაემატა.
მთლიანობაში შემადგენლობა ასე გამოიყურება: პირველ ხაზში თამაშს იწყებენ კვაჭი ირაკლი ქვათაძე და ბურჯები – დავით აბდუშელიშვილი და კახაბერ დარბაიძე; მეორე ხაზში გუნდის კაპიტან მიხეილ ბაბუნაშვილს დემურ ეფრემიძე შეუწყვილდება; მესამე ხაზში მამამთავრიშვილს, გიორგი ცუცქირიძეს და გიორგი სინაურიძეს ვიხილავთ.
ღერძზე თენგიზ პერანიძე და ლუკა ცირეკიძე დადგებიან; ცენტრში ლუტიძეს თორნიკე კახოიძე შეუწყვილდება; ფრთებზე თამაშს აკაკი ტაბუცაძე და შალვა აფციაური იწყებენ, ხოლო ფულბეკი ოთარ მეტრეველია.
Toyota Chellenge. 17 ოქტომბერი. 20:00 საქ. დრო
სამხრეთ აფრიკა. ბლუმფონტეინი. „ტოიოტა სთედიუმი“
ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) – შავი ლომი (საქართველო)
შავი ლომი
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13.ზაურ ლუტიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. გიორგი ნიკოლაძე, 20. ლაშა ციხისთავი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ალექსანდრე თოდუა, 23. ლუკა თაყაიშვილი.
მარქაფიდან გუნდს გააძლიერებენ კვაჭი თამაზ ჭამიაშვილი, ბურჯები ნიკოლოზ ხატიაშვილი და ბადრი ციხისთავი, მეორეხაზელი გიორგი ნიკოლაძე, მესამეხაზელი ლაშა ციხისთავი; ჰავბეკი გიორგი სპანდერაშვილი, ფრთა ალექსანდრე თოდუა და ფულბეკი ლუკა თაყაიშვილი.
შეგახსენებთ, ‘შავი ლომი’ იმავე ‘ჩიტასს’ 26 ოქტომბერსაც შეერკინება.
Rugby.ge
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
“შავი ლომი” | სამხრეთ აფრიკაში 32 მორაგბით
“შავი ლომი” | “ჩიტასთან” ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
“შავი ლომი” | “ჩიტასთან” ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
“შავი ლომი” | მიხეილ ბაბუნაშვილი – ახალი კაპიტანი იტალიური ტურნეს შესახებ
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ “შავი ლომი” “ბენეტონთან” დამარცხდა
“შავი ლომი” – სამხრეთ აფრიკაში “ჩიტასთან” ორი ტესტისთვის
“შავი ლომი” | სამხრეთ აფრიკაში 32 მორაგბით
“შავი ლომი” | ორი ცვლილებით “ბენეტონთან”
