“შავი ლომი” | სამხრეთ აფრიკაში 32 მორაგბით

გუშინ საღამოს ‘შავმა ლომმა’ გეზი სამხრეთ აფრიკისკენ აიღო, სადაც Toyota Chellenge-ს ტურნირის ფარგლებში ‘ტოიოტა ჩიტასთან’ ორ თამაშს გამართავს.
ბლუმფონტეინში, „ტოიოტა სთედიუმზე“ პირველი შეხვედრა 17 ოქტომბერს, ჩვენი დროით 20 საათზე, მეორე კი 26 ოქტომბერს, 17 საათზე დაიწყება.
იტალიური ტურნესგან განსხვავებით (სექტემბერში ვეთამაშეთ გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის გუნდებს – ‘ძებრესა’ და ‘ბენეტონს’), სადაც გუნდი 30 მოთამაშით იყო წარმოდგენილი, რიჩარდ ქოქრილმა სამხრეთ აფრიკაში 32 მორაგბე იახლა, საიდანაც 19 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა.
გუნდთან ერთად არ არის ცენტრი დემე თაფლაძე. ‘შავ ლომს’ დაემატნენ მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი, ჰავბეკი დავით ხუროშვილი და მგეზავი ლაშა მალაღურაძე, რომლის ანგარიშზე 100 სანაკრებო კეპია.
‘შავი ლომი’ სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე
შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, ვასილ კაკოვინი, დავით აბდუშელიშვილი, შალვა მამუკაშვილი, ირაკლი ქვათაძე, თამაზ ჭამიაშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, ბადრი ციხისთავი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), გიორგი ნიკოლაძე, გიორგი კერვალიშვილი, გურამ ღანიაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი სინაურიძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი ცუცქირიძე, სანდრო მამამთავრიშვილი;
ხაზი: თენგიზ პერანიძე, გიორგი სპანდერაშვილი, დავით ხუროშვილი, ლუკა ცირეკიძე, ლაშა მალაღურაძე, თორნიკე კახოიძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ოთარ მეტრეველი, ამირან შვანგირაძე, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ლუკა თაყაიშვილი.
Rugby.ge
“შავი ლომი” | “ჩიტასთან” ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
“შავი ლომი” – სამხრეთ აფრიკაში “ჩიტასთან” ორი ტესტისთვის
გიორგი მაისურაძე – ქალთა რაგბის ახალი მთავარი მწვრთნელი
“შავი ლომი” | “ჩიტასთან” ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
“შავი ლომი” | მიხეილ ბაბუნაშვილი – ახალი კაპიტანი იტალიური ტურნეს შესახებ
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ “შავი ლომი” “ბენეტონთან” დამარცხდა
“შავი ლომი” | “ბენეტონთან” ტრევიზოში
“შავი ლომი” – სამხრეთ აფრიკაში “ჩიტასთან” ორი ტესტისთვის
“შავი ლომი” | ორი ცვლილებით “ბენეტონთან”