‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა იტალიური ტურნეს მეორე შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. ‘ძებრესთან’ 6 სექტემბერს გამართული თამაშის შემდეგ (12:26) ‘ბენეტონთან’ მატჩს ორი ცვლილებით ვიწყებთ.
შალვა აფციაურმა ფულბეკის პოზიციიდან ფრთაზე გადაინაცვლა (ალექსანდრე თოდუას ნაცვლას), მის ადგილზე კი მარქაფადან ოთარ მეტრეველი დაწინაურდა. ცენტრში ზაურ ლუტიძეს ნაცვლად თამაშს თორნიკე კახოიძე იწყებს. ‘ძებრესთან’ მატჩის მსგავსად, ცვლილებები ულიმიტო იქნება და მწვრთნელებს საქმეში ყველა მოთამაშის ხილვის შესაძლებლობა ექნებათ.
გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის დაწყებამდე ‘ბენეტონისთვის’ ეს ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება. 6 სექტემბერს ის ლონდონში ინგლისურ ‘ჰარლექუინსს’ დაუპირისპირდა და 33:19 გაიმარჯვა.
‘შავი ლომისა’ და ‘ბენეტონის’ შეხვედრა ტრევიზოში, „სტადიო მონიგოზე“ საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება.
ამხანაგური მატჩი
იტალია. ტრევიზო. „მონიგო“. 22:30 საქ. დრო
ბენეტონ ტრევიზო (იტალია) – შავი ლომი (საქართველო)
შავი ლომი
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გურამ ღანიაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი კერვალიშვილი, 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. ლუკა თაყაიშვილი, 24. ამირან შვანგირაძე, 25. ზაურ ლუტიძე, 26. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 27. თამაზ ჭამიაშვილი, 28. ბადრი ციხისთავი, 29. გიორგი ნიკოლაძე, 30. ალექსანდრე თოდუა.
Rugby.ge
“შავი ლომი” “ძებრესთან” დამარცხდა
“შავი ლომი” | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში
“შავი ლომი” | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში
“შავი ლომი” | “მონპელიე” და “ძებრე” თბილისში, “ქონახთი” და “მონტობანი” სტუმრად
“შავი ლომი” “ძებრესთან” დამარცხდა
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
“შავი ლომი” | 30 მორაგბით იტალიაში
