“შავი ლომი” | “მონპელიე” და “ძებრე” თბილისში, “ქონახთი” და “მონტობანი” სტუმრად

20252025/26 წლების ჩელენჯ თასის გათამაშებაში “შავი ლომი” ფრანგულ “მონპელიესა” და იტალიურ “ძებრეს” თბილისში უმასპინძლებს, ირლანდიურ “ქონახთსა” და ფრანგულ “მონტობანს” კი სტუმრად შეერკინება.
ქართული ფრენჩაიზი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის მიერ ორგანიზებულ ტურნირში ზედიზედ მესამედ ითამაშებს. გასულ ორ სეზონში ჩვენმა გუნდმა თითო-თითო გამარჯვება მოიპოვა – 2023 წელს “სქარლეთსი” უელსში, მისსავე მოედანზე 23:7 დაამარცხა, 2024 წელს კი თბილისში ფრანგულ “ვანს” 22:19 სძლია.
ჩელენჯ თასის ახალი სეზონის პირველ მატჩს “შავი ლომი” 6 დეკემბერს თბილისში, “მიხეილ მესხზე” გამართავს და ქართველებისთვის კარგად ნაცნობ ფრანგულ გუნდს, ტოპ 14-ის “მონპელიეს” უმასპინძლებს. ერთი კვირის თავზე ისინი ირლანდიაში გაემგზავრებიან და 13 დეკემბერს “ქონახთს” შეერკინებიან.
2026 წლის პირველი თამაში სტუმრად საფრანგეთში, “მონტობანთან” 10 იანვარს გავმართავთ. მან გასულ სეზონში პრო დ2 მოიგო და ახალ სეზონს ტოპ 14-ში იწყებს. ჯგუფურ ეტაპს 17 იანვარს თბილისში, “მიხეილ მესხზე” ვასრულებთ და იტალიურ “ძებრეს” დავუხვდებით. შეგახსენებთ, “შავი ლომი” ამა წლის სექტემბერში ტურნეზე იტალიაში გაემგზავრება და “ძებრესა” და “ბენეტონთან” ამხანაგურ თამაშებს გამართავს.
Rugby.ge
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი – ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
“შავი ლომი” | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ჩელენჯ თასი | ორ-ორი ცვლილებით ედინბურგში
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
“შავი ლომი” | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
“შავი ლომი” | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში
რიჩარდ ქოქრილი: ვეცდებით ვიყოთ უფრო ზუსტები
“შავი ლომი” შოტლანდიაში “ედინბურგთან” დამარცხდა