“შავი ლომი” | “ბენეტონთან” ტრევიზოში

იტალიურ ტურნეზე მყოფი ‘შავი ლომი’ 12 სექტემბერს, საქართველოს დროით 22:30 საათზე მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქე იტალიის პირველი ფრენჩაიზი, ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდი ტრევიზოს ‘ბენეტონი’ იქნება. თამაში „კომუნალე დი მონიგოზე“ გაიმართება, რომელიც 5 ათას გულშემატკივარს იტევს.
ჩვენი გუნდი მომავალი თამაშისთვის ‘ბენეტონის’ ბაზაზე ემზადება. ‘ძებრესთან’ 6 სექტემბერს გამართული მატჩის მსგავსად, მომავალ შეხვედრაშიც განაცხადში მყოფი 30-ივე მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას.
მეტოქე
‘ბენეტონი’ 1932 წელს დაარსდა და თავდაპირველად იტალიის ჩემპიონატში თამაშობდა. 1995 წლიდან ის პროფესიონალურ გუნდად იქცა და 2010 წლამდე იტალიის ჩემპიონატში დომინირებდა. დაარსების დღიდან 2010 წლამდე გუნდმა 15-ჯერ მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ტიტული, საიდანაც 10 1997-2010 წლების პერიოდზე მოდის.
1995 წლიდან ‘ბენეტონი’ ჩემპიონთა თასში (იმჟამად ჰეინეკენის თასი) ჩაერთო, 2010 წლიდან კი იტალიის ჩემპიონატი დატოვა და მას შემდეგ რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში გამოდის, სადაც ორჯერ დაიკავა მე-7 ადგილი. გასულ სეზონში გუნდმა 18-იდან 9 თამაში მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 46 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა და 2 ქულა დააკლდა მეოთხედფინალში გასვლამდე. ჩემპიონთა თასის გასულ სეზონში ‘ბენეტონმა’ ჯგუფური ეტაპი გადალახა და მე-16-ედ ფინალში ‘კასტრთან’ 37:39 დამარცხდა.
ევროთასებზე, კერძოდ ჩელენჯ თასზე, ‘ბენეტონს’ საუკეთესო შედეგი 2022-23 და 2023-24 წლების სეზონებში ჰქონდა. ორივე შემთხვევაში მას ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და ნახევარფინალში ჯერ ფრანგულ ‘ტულონთან’ (0:23), მერე კი ინგლისურ ‘გლოსთერთან’ (23:40) დამარცხდა.
Rugby.ge
“შავი ლომი” “ძებრესთან” დამარცხდა
“შავი ლომი” | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში
ილია ზედგინიძე ქართულ რაგბში დაბრუნდა
“შავი ლომი” | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში
“შავი ლომი” | “მონპელიე” და “ძებრე” თბილისში, “ქონახთი” და “მონტობანი” სტუმრად
“შავი ლომი” “ძებრესთან” დამარცხდა
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
“შავი ლომი” | 30 მორაგბით იტალიაში
“შავი ლომი” | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე