საუკეთესო განწყობის შესაქმნელად უკვე ტრადიციაა, რომ ფესტივალის სტუმრებს, თიბისი კონცეპტი, VISA და საქართველოს რკინიგზა კომფორტულ მგზავრობასთან ერთად გამორჩეულ შთაბეჭდილებას უქმნიან. მგზავრების განწყობაზე მატარებელში, მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავდნენ – კატო კვარაცხელია, ლუკა თოფურია და ნიკალა ზუბიაშვილი. გემოვნებიან მუსიკას თან ახლდა გამაგრილებელი სასმელები, ლანჩი, ტკბილეული, სახალისო აქტივობები როგორიცაა „გამოიცანი მელოდია“, რომლის გამარჯვებულებიც დასაჩუქრდნენ თიბისი კონცეპტის პარტნიორიკ ომპანიებისგან – სენსი, ბიოლოჟიქი, ისი პარი, ოკტოპუსი, ყვარლის ტბა, მტევინო, Malongo და Extra.ge. ჯაზმატარებლის ყველა მგზავრს კი, თიბისი კონცეპტის საჩუქრებთან ერთად, PSP-მ თავის მოვლის განსაკუთრებული ნაკრები გადასცა.
ფესტივალის ფარგლებში, ბათუმში, თიბისი კონცეპტმა თავის მომხმარებლებს გამორჩეული შეთავაზებები დაახვედრა დასვენების, კვების ობიექტებსა და თავის მოვლის სფეროში. ფესტივალის დღეებში უამრავ ობიექტში, კაფე-რესტორნებში, სასტუმროებში, ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებში ქეშბექი და ფასდაკლება მოქმედებდა, რამაც კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა საზაფხულო თავგადასავალი ბათუმში, როგორც აქტიური, ისე მშვიდი დასვენების მოყვარულებისთვის.
(R)
