შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა(BSSC) ევროკავშირის ურთიერთინტერესის პროექტის(Project of Mutual Interest ( PMI)) სტატუსი მიიღო,- ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა ავრცელებს.
,,დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით ვულოცავ ყველა ენერგეტიკოს, ქართულმა პროექტმა და იდეამ: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტმა დღეს მიიღო ევროკავშირის ურთიერთ ინტერესის პროექტის (Project of Mutual Interest (PMI)) სტატუსი”,- წერს მირცხულავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრონულ კაბელის პროექტი PCI/PMI-ის სტატუსის მოლოდინში ამ დრომდე იყო.
2026 წელს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე 25 მილიონის დახარჯვა იგეგმება, როგორც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევებისთვის.




