შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განმახორციელებელი ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმოს შექმნაზე მემორანდუმი გაფორმდა

„მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, 2024 წლის 15 მაისს საქართველოში გამართული მე-7 მინისტერიალის გადაწყვეტილების შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ ხელი მოაწერა აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დოკუმენტი განსაზღვრავს საერთო თანამშრომლობის ჩარჩოს ბუქარესტში ერთობლივი საწარმოს შექმნისთვის საჭირო პროცედურების დასაწყებად, რამაც სამომავლოდ ხელი უნდა შეუწყოს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტის განხორციელებას.
„შეხვედრაზე განიხილეს ოთხი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი საწარმოს შექმნის პროცედურული და ტექნიკური დეტალები.
„მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტი მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის ტრანსპორტირებას საქართველოდან აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ისეთი გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსამართლეების – თეიმურაზ ტუღუშისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაციები – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას – მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს