შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი “ბათუმური რაფსოდია” დასრულდა

ბათუმის დრამატულ თეატრში შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი “ბათუმური რაფსოდია” დასრულდა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცნობილ საოპერო მომღერლებთან და ვოკალის მსოფლიო დონის პედაგოგებთან ერთკვირიანი მასტერკლასების შემდეგ სამმა მენტორმა : ვალენტინ პეიჩინოვმა, მეთიუ აბელიმ და ლეგენდარულმა მარჩელო ალვარესმა თავიანთი კლასებიდან გალა კონცერტისთვის 6-6 მონაწილე შეარჩიეს.
შერჩეულ 18 მონაწილეს შორის აუდიტორიის წინაშე წარდგნენ კონსერვატორიის მოქმედი სტუდენტები და კურსდამთავრებულები:
· ნათია კაპანაძე (მაესტრო ვალენტინ პეიჩინოვის კლასი)
· ნინი გველესიანი (მაესტრო მეთიუ აბელის კლასი)
· ლევან თაბუკაშვილი (მაესტრო ვალენტინ პეიჩინოვის კლასი)
· გვანცა დეკანოსიძე (მაესტრო ვალენტინ პეიჩინოვის კლასი)
· ზურაბ ავაგუმაშვილი (მაესტრო ვალენტინ პეიჩინოვის კლასი)
· აკაკი გუგუშვილი (მაესტრო მეთიუ აბელის კლასი)
· ზურაბ ნაყეური (მაესტრო მარჩელო ალვარესის კლასი)
· თინათინ ბასოშვილი (მაესტრო მეთიუ აბელის კლასი)
· ქეთევან აბულაძე (მაესტრო მარჩელო ალვარესის კლასი)
· სპარტაკ შარიქაძე (მაესტრო ვალენტინ პეიჩინოვის კლასი)
· ოთარ შიშინაშვილი (მაესტრო მეთიუ აბელის კლასი)
· თათა რაზმაძე (მაესტრო მარჩელო ალვარესის კლასი)
· ირაკლი ჯინჭარაძე (მაესტრო მარჩელო ალვარესის კლასი)
ფესტივალის ფარგლებში დაიდგა პიეტრო მასკანის ოპერა “სოფლის ღირსება”, რომელშიც ასევე წარმატებით ითამაშეს კონსერვატორიელებმა: ელმინა ჰასანი, აკაკი გუგუშვილი, ანასტასია მინაშვილი.