შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მე-15 საერთაშორისო კვლევით კონფერენციას „განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე“ უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მე-15 საერთაშორისო კვლევით კონფერენციას „განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე“ უმასპინძლა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევრებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები.
„კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, კახა შენგელიამ, -ს საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორმა, ლიკა გუმბერიძემ, განათლების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქეთი ქოქრაშვილმა, IBSU-ს დოქტორმა და IRCEELT-ის დამაარსებელმა ნათელა დოღონაძემ, IBSU-ს განათლების მეცნიერებების ინგლისურენოვანი სადოქტორო და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა და კონფერენციის ორგანიზატორმა, ეკატერინე ფიფიამ და ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა, თამარ შიოშვილმა.
წლევანდელი კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ – აშშ-ს ჩრდილოეთ დაკოტას უნივერსიტეტიდან, ლი ენ უილიამსი და გერმანიის თავისუფალი უნივერსიტეტიდან, ქრისტიან ლუდვიგი.
„ვორქშოფის” სესიებს უძღვებოდნენ: ჯუნ რუივივარი – კანადის წმინდა მერის უნივერსიტეტი, ლორენ უილიამსონი – აშშ საელჩო, ჯონ ჯორდანი – აშშ საელჩო, ლილი ო’ტული – აშშ საელჩო.
IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ინიციირებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ მეცნიერების კვლევის შედეგები და დარგის განვითარების უახლესი ტენდენციები”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ