შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მეთხუთმეტედ უმასპინძლა. ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კონფერენციაზე, რომელიც IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით ყოველწლიურად ტარდება, სიტყვით გამოვიდნენ -ს ელჩი საქართველოში , დეკანი, აფილ. პროფესორი ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი თამარ შიოშვილი, ფულბრაიტის პროგრამის წარმომადგენელი ლორენ უილიამსონი და ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები.
„ქართველი, ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები კონფერენციაზე ამერიკისმცოდნეობის მულტიდისიპლინური და ინტერსციპლინური ხასიათის სტატიებს წარადგენენ, რომელიც მოიცავს -ს ცხოვრების ყველა სფეროს.
პროფესორების ნაშრომებთან ერთად წარმოდგენილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საუკეთესო სტუდენტების კვლევები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე – არაკეთილმოსურნეების და ადგილობრივი აგენტურის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული

პრემიერი – „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას – მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით