შავი ზღვის თავზე, შესაძლოა, ჩამოგდებულ იქნა რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავი

შავი ზღვის თავზე, სავარაუდოდ, ჩამოაგდეს ს A-50-ის ტიპის მეორე სადაზვერვო თვითმფრინავი. ამის შესახებ ტელეგრამით წერს რუსეთის არმიის მომხრე ბლოგერი, ვლადიმირ რომანოვი, მისი თქმით, თვითმფრინავი ჩამოაგდო მარიუპოლის რაიონიდან ნასროლმა რაკეტამ. რომანოვის ინფორმაცია სხვა წყაროებით ჯერჯერობით არ დასტურდება. ს ან ცნობაზე განცხადება არ გაუკეთებია.
მეორე ვერსიით, А-50 კრასნოდარის მხარის თავზე ჩამოაგდეს.
უკრაინის გამოცემა Liga.net-ი “უსაფრთხოების და თავდაცვის ძალების” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ A-50 ჩამოგდებულ იქნა “დაზვერვის მთავარი სამმართველოს და საჰაერო ძალების ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში”.
წინა შემთხვევისას A-50 – გრძელი რადიოლოკაციური შეიარაღების თვითმფრინავი, რომელიც რუსეთს არსენალში 10-ზე ნაკლები რაოდენობით დარჩა – ჩამოაგდეს შავი ზღვის თავზე, ბერდიანსკის რაიონში, 14 იანვარს. რუსეთს მაშინ თვითმფრინავის დაკარგვა არ უღიარებია.

ასევე დაგაინტერესებთ