შავდათუაშვილის ორი მარცხი – საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის გუნდურ შეჯიბრებაში იტალიასთან დამარცხდა

პარიზის ოლიმპიადის ძიუდოს გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები იტალიასთან 3:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ქართველი ძიუდოისტები ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვნენ.
მოგება: ლიპარტელიანი, ბექაური, სულამანიძე
მარცხი: შავდათუაშვილი (2-ჯერ), ასკილაშვილი, სომხიშვილი
ქარ­თველ­მა ძი­უ­დო­ის­ტებ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ას­პა­რე­ზო­ბა 1 ოქ­რო­სა და 2 ვერ­ცხლის მედ­ლით და­ას­რუ­ლა.
ძი­უ­დო­ის­ტი ლაშა ბე­ქა­უ­რი ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. მან ფი­ნალ­ში ია­პო­ნე­ლი სან­ში­რო მუ­რაო და­ა­მარ­ცხა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ­ცხლის მე­და­ლი მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ონ­მა, ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა მო­უ­ტა­ნა. ამას­თან, ვერ­ცხლის მე­დალს და­ე­უფ­ლა ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი (91კგ) ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში