“შაბათის მთავარის” ანონსის გასვლის შემდეგ, ქუთაისის ციხეში, უკრაინელ პატიმარზე ზეწოლა განხორციელდა. ამის შესახებ რეპორტაჟის ეთერში გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი. “შაბათის მთავარს” შუამავალი დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ციხის ადმინისტრაციამ რეპორტაჟის მთავარი გმირის იდენტიფიცირება ადვილად შეძლო. უკრაინელმა პატიმარმა შუამავალს სთხოვა, თუ მომდევნო დღეების განმავლობაში [ორშაბათამდე, ან სამშაბათამდე], ხელახლა არ დარეკავს, ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის საელჩოს დახმარება სჭირდება და მიმართოს დიპლომატიურ უწყებას.
ქუთაისის ციხიდან მიღებული წერილით ირკვევა, რომ პუტინის არმიაში მსახურობისა და მისივე სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლის სანაცვლოდ, უკრაინელ პატიმარს თავისუფლებას პირდებოდნენ. წერილის ავტორი არ ასახელებს ვინ ცდილობდა მის გადაბირებას.
იხილეთ რეპორტაჟი:
· წერილი ქუთაისის ციხიდან | უკრაინელ პატიმარს პუტინის არმიაში მსახურობის სანაცვლოდ, გათავისუფლებას პირდებოდნენ