“ყურადღების გადატანის მცდელობაა” – ბოკუჩავა ოცნების პროპაგანდისტულ ინიციატივაზე

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქართული ოცნების პროპაგანდისტული ინიციტივა რეალური პრობლემებისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა.
მისი თქმით, მმართველი ძალა საუბრობს ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც მოქალაქეებს აწუხებთ.
“გაზრდილი ფასები, სიღარიბე, უმუშევრობა, ეს არის ის რეალური პრობლემები, რაზეც უნდა საუბრობდეს, ზრუნავდეს და რის გადაჭრასაც უნდა ცდილობდეს ივანიშვილის პარტია მაგრამ, ნაცვლად ამისა, ჩვენ ვხედავთ მუდმივად ამ უმნიშვნელოვანესი თემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას… საჭიროა იმგვარი ინიციატივების შემოტანა პარლამენტში, რომელიც ებრძვის ფასების ზრდას, უმუშევრობას, უპერსპექტივობას, ისინი საუბრობენ ყველაფერზე, რაც პრობლემურია საქართველოს მოქალაქეებისთვის”, – თქვა ბოკუჩავამ.
***