SOCAR Kulevi Terminal-ი რომელიც აზერბაიჯანის SOCAR-ის საკუთრებაა, ინფრასტრუქტურის გაფართოების პარალელურად ტვირთების ნომეკლატურის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, უახლოესი პერიოდისთვის, ყულევის ტერმინალს გააჩნია ამბიციური გეგმა, გააორმაგოს ტერმინალის არსებული ტვირთბრუნვა და მიაღწიოს წელიწადში 4 მლნ ტონას.
„რაც ბუნებრივია გაზრდის საქართველოს რკინიგზის დატვირთულებას და შუა დერეფნის ტვირთბრუნვაზე დადებითად იმოქმედებს.
რაც შეეხება ახალ ტვირთებს, ნავარაუდევია დამატებით შეკუმშული აირის და ნავთობქიმიის პროდუქციის გადამუშავება. რისთვისაც აუცილებელი იქნება სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა.
ტერნინალის ხელმძღვანელობა, ვარაუდობს აზერბაიჯანის და საქართველოს რკინიგზების გამოყენებით – ყაზახეთის, თურქმენეთის და რუსეთის სატრანზიტო ტვირთების მიღება – გადამუშავება, საჭიროების შემთხვევაში შენახვას და შემდგომში გატარებას.
წინა პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც აზერბაიჯანული მხარე მონოპოლიურად მართავდა ტერმინალის ინფრასტრუქტურას, მიდგომა შეცვლილია, კერძოდ არჩეულია „ღია კარის“ პოლიტიკა, რაც ნავთობნაკადის წარმოშობის მიუხედავად ტვირთმფლობელებთან კონტრაქტების მარტივად გაფორმებას ითვალისწინებს.
ტერმინალი ექსპლუატაციაში 2008 წელს იქნა გაშვებული მისი ჯამური სიმძლავრე 10 მლნ ტონა ტვირთის გადამუშავებას შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინალის გამტარუნარიანობა 10 მლნ ტონას შეადგენს, მისი დატვირთულობა ბოლო 10 წლის განმავლობაში 20 % არ აღემატებოდა (იხ დიაგრამა).
აღსანიშნავია, რომ რუსეთ – უკრაინის დაპირისპირების შედეგად ტერმინალის ტვირთბრუნვა 30 % ით გაიზარდა, მაგრამ მისი მაქსიმალური დატვირთვით გამოყენება ჯერ კიდევ შორსაა და მოითხოვს მეზობელ კონკურენტ ყაზახეთის და თურქმენეთის ტვირთმფლობელებთან მიმართებით, მოქნილი, ტერმინალზე თავისუფალი დაშვების პოლიტიკის განხორციელებას.
ყულევის ტერმინალის ნავთობის და ნავთოპროდუქტების შესანახი რეზერვუარების ჯამური მოცულობა 407 000 მ 3 შეადგენს, 2 000 დან 20 000 ტონა მ 3 სხვადასხვა მოცულობის რეზერვუარებს აერთიანებს.
ტერმინალს გააჩნია ექვსი ესტაკადა სადაც შესაძლებელია ერთდროლულად 208 სარკინიგზო ცისტრენის დაცლა (იხ.სქემა).
ტერმინალის არსებული ინფრასტრუქტურის ნაწილობრივ დატვირთულობის მიუხედავად, სატრანსპორტო ბაზარზე ტვირთების ახალი ნომენკლატურის გამოჩენამ, მენეჯმენტი აუცილებლობის წინაშე დააყენა, შეექმნა ახალი ტვირთების შესაბამისი ინფრასტრუქტურული სიმძლავრეები.
პირველ რიგში მოიაზრება შეკუმშული აირის და ნავთობქიმიური ტვირთების მიღების და გემებზე გადატვირთვის ინფრასტრუქტურა.
გარდა ამისა, ტერმინალი გეგმაზომიერად ახორციელებს, მრავალი წლის განმავლობაში აპრობირებული ტვირთების – ნავთობის და ნავთობპროდუქტების გადაზიდვებს.
ახალი პოლიტიკის კვალდაკვალ, მეზობელი სახელმწიფოების ხარჯზე, 2024 წლიდან ტერმინალში დაემატა, თვეში 40 – 50 ათასი ტონა სატრანზიტო თურქმენული და 20 – 30 ათასი ტონა ყაზახური ნავთობპროდუქტები, ძირითადად – გაზოილი, პარაქსილოლი, ბენზოლი და მაზუთი.
რაც შეეხება ყულევის ტერმინალში თხევადი ტვირთების გადამუშავების ტარიფს ნომეკლატურის და ტვირთის მოცულობის მიხედვით ტონაზე შეადგენს 15 -20 დოლარს.
უახლოეს პერიოდში ყაზახური ნედლი ნავთობის მიწოდება ყულევის ტერმინალში ნავარაუდევი არ არის, რადგანაც აზერბაიჯან – ყაზახეთის მთავრობებს შორის შეთანხმების საფუძველზე 2023 წლიდან იგი მიედინება ბაქო – თბილისი – ჯეიხანის მილსადენით.
მილსადენი ტრანსპორტი მიმდინარე ეტაპზე სარკინიგზოსთან შედარებით, ტვირთმფლობელებისათვის მეტად მიმზიდველია.
შეკუმშული აირის გადაზიდვის მოცულობების გაზრდის მიზნით – დაინიცირებულია რამოდენიმე პროექტი, რომლის ტერმინალის ინფრასტრუქტურის გაფართოებას ითვალისწინებს. რიგი სამუშაოები სადღესოდ დასრულებეულია.
შეკუმშული აირის გადამუშავების მიზნით, პირველ ეტაპზე ტერმინალზე 30 ცისტერნის ერთდროულად მისაღებად მოწყობილია სარკინიგზო ესტაკატა საიდანაც ხდება შეკუმშული აირის პირდაპირი წესით ტანკერებზე მიწოდება.
მეორე ეტაპზე გათვალისწინებულია შეკუმშული არის შესანახი სათავსოს მოწყობა, რომლითაც შესაძლებელი იქნება თვეში 40 – 60 ათასი ტონა შეკუმშული აირის რეზერვუარში დასაწყობება.
ახალი ინფრასტრუქტურა საშუალებას მისცემს პირველ რიგში ყაზახეთიდან წამოსული შეკუმშული აირისათვის გააფართოვოს არსებული ტერმინალის შესაძლებლობები.
სადღეისოდ შეკუმშული აირის გადატუმბვა ხდება ცისტერნიდან პირდაპირ გემში, შესანახი რეზერვუარის მოწყობის პირობებში შესაძლებელი იქნება სარკინიგზო პარტიები მიღებული და დასაწყობებული იქნას რეზერვუარში.
რეზერვუარში დაგროვების შემდეგ, გემებზე სასურველი გრაფიკით გადატვირთვის მიხედვით, გაგზავნილი იქნას ევროპის მიმართულებით სადაც მისი მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
ნავთობქიმიური ტვირთების გადამუშავება ტერმინალისთვის ახალ მიმართულებას წარმოადგენს და მოიცავს რუსეთიდან რკინიგზით ქიმიკატების ტრანსპორტირებას.
2023 წელს ტერმინალში რუსეთიდან 5 ათასი ტონა ეთილენგლიკოლის პირველი პარტია შემოვიდა. იმავე პერიოდში ტერმინალში გადაიტვირთა 8 ატასი ტონა მეთილ – ტრედ – ბუტილის ეფირის მოცულობის პროდუქცია.
იმავე 2023 წელს ყულევში რუსეთიდან შემოვიდა 8.5 ათასი ტონა პიროკონდენსატი.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ხომ არ იქცევა ყულევის ტერმინალი რუსეთის სანქცირებული ნავთობქიმიური ტვირთების გატარების მოსახერხებელულ ინფრასტრუქტურულ რგოლად.
2023 წლიდან ყულევის ტერმინალმა განაახლა ყაზახეთიდან ატირაუს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან გამოგზავნილი პარაქსილოლის და ბენზოლის გადამუშავება.
მეთანოლის გადატვირთვას – ტერმინალი 2014 წლიდან ახორციელებს SOCAR ის კუთვნილ Socar Methanol ის ქარხანაში აზერბაიჯანული მეთანოლის გადამუშავებას.
მეთანოლის ტრანზიტისათვის ყულევის ტერმინალში 42 ცისტერნის ერთდროული ჩამოსხმის ფრონტით მოწყობილია სარკინიგზო ესტაკატა.
მეთანოლის კომპლექსის სიმძლავრე წელიწადში 600 – 650 ათასი ტონაა. საიდანაც მცირე 5 – 20 ათასი ტონიანი პარტიებით იტვირთება თურქეთის, რუმინეთის და უკრაინის მიმართულებებით.
სოკარმა შექმნა სპეციალური ინფრასტრუქტურა, რითაც შესაძლებელია მეთანოლის პირდაპირ ტანკერებში გადატვირთვა.
2021 წლიდან ყულევში იტვირთება საგზაო ბიტუმი. სოკარმა წელიწადში 400 ათას ტონამდე გაზარდა საგზაო ბიტუმის გამოშვება ბაქოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ბიტუმი საქართველოს გარდა მიეწოდება უკრაინას და თურქეთს.
უახლოეს პერიოდში გათვალიწინებულია ყულევის ტერმინალის ფსკერდაღმავებითი სამუშაოების განხორციელება.
პერსპექტივაში არსებული 12 – 14 მ დაღრმავება გაიზრდება 15 მეტრამდე.
ფსკერდაღრმავების პროექტის განხორციელების საფუძველზე, შესაძლებელი იქნება ტერმინალმა განაახლოს Aframax ის ტიპის 80 – 119 ათასი ტონა დედვეიტის გემების მიღება და გაზარდოს ნავთობის გადაზიდვის პარტიები. სადღეისოდ ტერმინალს მხოლოდ 45 ათასი ტონა ტვირთამწეობის გემების მიღება შეუძლია.
დასკვნის სახით – ყულევის ტერმინალის გამტარუნარიანობის სრულად ათვისების და ახალი ტვირთების მოზიდვის მიზნით დაგეგმილი პროექტები წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.
მენეჯმენტის მიერ „ღია კარის“ პოლიტიკის განხორციელება, რაც ითვალისწინებს ყაზახეთის და თურქმენეთის ტვითმფლობელების თავისუფალ დაშვებას ტერმინალის ინფრასტრუქტურაზე გაზრდის დერეფნის მიმზიდველობას.
ცენტარლური აზიის ბაზარზე ახალი ტვირთების – შეკუმშული აირის და ნავთობქიმიის ტვირთების წარმოშობის პირობებში ტერმინალის მენეჯმენტის მიერ ინფრასტრუქტურის განვითარება, მინიმუმამდე შეამცირებს დერეფნის გასწვრივ „ვიწრო ადგილების“ წარმოშობას.
ყულევის ტერმინალის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების განხორციელება, გაზრდის სატანკერო ფლოტის მაღალი დატვირთვით გამოყენების შესაძლებლობას.
ერთობლიობაში ყულევის ტერმინალში გათვალისწინებული პროექტები უზრუნველყოფენ შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის გაფართოების და დამატებითი ტვირთების მოზიდვის ამოცანის გადაწყვეტას“, – წერია კვლევაში.
