დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმთან” პარტნიორობით, ახალი ნავთობგადამმუშავებელი ტრიბუნალისთვის კადრების მოძიებას იწყებს.
სააგენტოს თანახმად, ნავთობტერმინალის მაქსიმალურად ადგილობრივი კადრების დაკომპლექტების მიზნით, სამ ქალაქში: ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში სამუშაოს მაძიებლებისთვის მასობრივი გასაუბრება დაიგეგმა. დასაქმებით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, პირისპირ ფორმატში შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და ვაკანტური პოზიციების, პირობებისა და ანაზღაურების შესახებ მიიღონ ინფორმაცია.
“ყულევის ნავთობტერმინალის მშენებელი კომპანია მოქალაქეებს სხვადასხვა ტექნიკური მიმართულებით, მაღალანაზღაურებად პოზიციებს სთავაზობს.
ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მათ საცხოვრებელ ადგილსა და კვებას.
ღონისძიებების ორგანიზებაში, დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსთან ერთად ჩართულია ფოთის, ბათუმისა და ქუთაისის ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, აჭარის დასაქმების სააგენტო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფოთის საზღვაო აკადემია.
ფოთი – 12 თებერვალი, 13:00-16:00 სთ. მის: წმ. გიორგის ქუჩა N24. ( ფოთის საზღვაო აკადემია)
ბათუმი – 13 თებერვალი, 13:00-16:00 სთ. მის: რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35. (ბათუმის უნივერსიტეტი)
ქუთაისი – 14 თებერვალი, 13:00-16:00 სთ. მის: ნიუპორტის ქუჩა N19. (დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ოფისი.)”,- აღნიშნულია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/viqtoria-sakurova_w_h-Em0hn0-300x169.jpeg)