ყუბანში რეიდის დროს უცხოელ მუშებს ომში წასვლას ან ქვეყნის დატოვებას სთავაზობენ

პოლიციელებმა, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ცენტრის თანამშრომლებმა და კაზაკებმა ჩაატარეს ერთობლივი რეიდი კრასნოდარის ოლქში მდებარე სტანიცა მარიანსკის სამშენებლო მოედანზე. ასეულობით მუშა კოლონებად გაამწკრივეს ფორმიანი ხალხის წინ და ში საომრად წასვლის კონტრაქტებზე ხელმოწერა შესთავაზეს. როგორც “კავკაზ.რეალიი” წერს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ქვეყნის დატოვებით დაემუქრნენ.
სტანიცა მარიანსკაში ეს რეიდი მოჰყვა კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის ვენიამინ კონდრატიევის განცხადებას, რომლის თანახმად რეგიონში 2025 წელს იგეგმება უცხოური სამუშოა ძალის სრულიად აკრძალვა, ვინაიდან ადგილობრივ შრომის ბაზარზე “ადგილობრივები აღარავის სჭირდება ”
მშენებლობაზე პოლიციამ შეამოწმა “ს ტერიტორიაზე ტაჯიკეთისა და უზბეკეთის მოქალაქე 85 უცხოელი მუშის ყოფნის კანონიერება.

როგორც გამოცემა “მაშის” მიერ გამოქვეყნებული ვიდეოფრაგმენტი ცხადყოფს, უცხოელ მუშებს სამხედრო კომუფლიაჟსა და ე.წ. ბალაკლავებში ჩაცმული ბადრაგი დაჰყვება. მოგვიანებით პლაცზე მდგარ მუშებს, ერთ-ერთი სამხედროფორმიანი უხსნის, რომ მათ უნდა გააფორმონ კონტრაქტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა. კონტრაქტები იდება ერთი წლით, მაგრამ სამხედრო პირი არაფერს ამბობს მობილიზაციის შესახებ მოქმედ დადგენილებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას