პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ოჯახების მხარდამჭერი ფონდი “ერთმანეთისთვის” დაკავებულთა დედებს სარვამარტოდ ყოჩივარდებს გაუგზავნის. იდეის ავტორებმა შექმნეს სპეციალური ვებ-გვერდიც, სადაც ყველას შეუძლია დედებისთვის წერილების გაგზავნა.
“ამ 3 მარტს, სინდისის პატიმრების დედები ყოჩივარდებს მაინც მიიღებენ, რადგან დღეს ყველანი მათი შვილები ვართ და გულწრფელი სიყვარულით გამოვხატავთ პატივისცემას. მადლიერების ნიშნად, გაუგზავნე წერილი, ვინც იბრძვის, არასდროს ნებდება და შენც ბრძოლის ჟინით გავსებს. ყოჩივარდებს კი, შენი სახელით ჩვენ გავუგზავნით”, – აცხადებენ ფონდში.
“ერთმანეთსთის” არის საინიციატივო ჯგუფის მიერ, 2024 წლის ბოლოს შექმნილი ფონდი, რომელიც პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ოჯახებს ეხმარება.
ხვალ, 3 მარტს, საქართველოში დედის დღეა აღინიშნება.




