14 სექტემბერს, რუსეთის ქალაქ ორსკის №38 საშუალო სკოლის საფეხბურთო მოედანი ჩაინგრა და მიწისქვეშა ავტოსადგომზე აღმოჩნდა.
საბედნიეროდ უქმე დღე იყო და არავინ დაშავებულა.
Sport Baza-ს ცნობით, პარკინგის მფლობელი ამავე სკოლის ყოფილი ფიზიკური კულტურის მასწავლებელი ვლადიმერ პიგოლევია, რომელიც აგრეთვე სოლიდური ავტოპარკის (მათ შორის Mercedes-Benz G-Klasse-ს) და კომპანია „სოიუზსტროის“ მფლობელია. ის 2019 წლიდან რეგულარულად იღებს სამთავრობო შეკვეთებს ქალაქის გზების შესაკეთებლად.
აბიდალმა თავისი გარდაცვალების ცნობა უარყო
