ქაღალდის ხელსახოცი, ქიმია-ჰიგიენის საშუალებები და საკანცელარიო ნივთები ნებისმიერი ბიზნესის მნიშვნელოვანი საჭიროებაა. ეს თითქოს მარტივი ნივთები ბიზნესისთვის მომხმარებლის, თანამშრომლის თუ სტუმრის კომფორტს და კმაყოფილებას ქმნის.
ყოჩაღები – მომმარაგებელი კომპანია სხვადასხვა ბიზნესს: ოფისებს, რესტორნებს, ბარებს, სასტუმროებს, სალონებს, სპორტ დარბაზებს, მაღაზიათა ქსელებს ამარაგებს.
ყოჩაღი მომარაგება, შეკვეთის ზუსტ, უფასო მიწოდებასა და დისტრიბუციას გულისხმობს. კონკურენტული ფასებით, ყოველთვიური რეპორტინგით, ციფრულად შეკვეთის მარტივი ფორმითა და ხარჯების კონტროლით ჩვენს პარტნიორებს საოპერაციო პროცესებს ვუმარტივებთ.
აღსანიშნავია, რომ ყოჩაღი მომსახურების მნიშვნელოვანი ნაწილი ციფრულია, რაც ჩვენს პარტნიორებს შესყიდვების სწორ დელეგირებასა და დროის დაზოგვაში ეხმარება. ჩვენი პარტნიორი ბიზნესები, რომლებიც ბევრ ფილიალს მოიცავენ, მაგალითისთვის: ICR Group, Dressup Group და სხვა, ჩვენს ციფრულ პლატფორმაზე, ინდივიდუალურად მათ ინტერესებზე მორგებულ გარემოში უკვეთავენ პროდუქტებს, უფრო ზუსტად რომ ავხსნათ:
· ყოჩაღების პლატფორმაზე, პარტნიორი კომპანიის შესყიდვების მენეჯერის ანგარიშზე, ფილიალების ქვეანგარიშებს ვქმნით.
· თითოეული ფილიალის მენეჯერი მისთვის საჭირო პროდუქტებს ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად ქვეანგარიშიდან უკვეთავს.
· ფილიალების მენეჯერების მიერ განთავსებული შეკვეთები არქივში რჩება და გამჭვირვალეა შესყიდვების მენეჯერისთვის.
· შეკვეთის განთავსების პარამეტრებს თავად კომპანია ადგენს: პროდუქტის სახეობა, რაოდენობა, ბიუჯეტის ლიმიტი და სხვა.
· პლატფორმაზე თვალსაჩინოა ფასის ცვლილება, ხელმისაწვდომია შესყიდვების ანალიზი/რეპორტინგი სასურველი დროისა და ფილიალების ჭრილში, რაც ასევე დიდი კომფორტია შესყიდვების თუ ადმინისტრაციული მენეჯერისთვის.
შედეგად ვიღებთ მარტივ პროცედურას, მუდმივად მომარაგებულ ბიზნესს, შესყიდვების მზა რეპორტს მომავალი ბიუჯეტირებისთვის, დაზოგილ ხარჯებსა და დროს.
ჩვენი მთავარი მისია თანამედროვე მომარაგების კულტურის შექმნაა. გვსურს ჩვენს პარტნიორებს მუდმივად ხარისხიანი პროდუქცია და ეფექტიანი მომსახურება შევთავაზოთ. ჰიგიენის საშუალებები თუ საკანცელარიო ნივთები საჭირო დროსა და საჭირო ადგილას, რაოდენობრივი სიზუსტის დაცვით მივაწოდოთ, მოკლედ – ისე მოვამარაგოთ, როგორც დაგვაბარებენ.
ყოჩაღები – ისე მოგამარაგებთ, როგორც დაგიბარებია!
