“ყოფილ ძალოვნებს იბარებენ” – რა ხდება პოლიციის შენობებთან – რას უჰყვებიან “ალიას” მოქალაქეები

“ალიას” რამდენიმე წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, ყოფილ ძალოვნებს, ვეტერანებს იბარებს და შესაძლოა, მათ გამოყენებას ფიქრობდეს, ხვალ 4 ოქტომბერს, რადგან ადგილობრივი ს პარალელურად, საპოლიციო ძალები დასჭირდება ხვალინდელი მასშტაბური აქციისთვის. “ეს ფოტო, რამდენიმე წუთის წინ გადავიღე წერეთელზე, პოლიციის შენობასთან” – ამბობს მოქალაქე “ალიასთან”.
“ქართული ოცნების” პირველი პირი, ირაკლი , დღეს ღიად ემუქრებოდა ადამიანებს და ამბობდა, რომ ბევრად მკაცრი იქნება სასჯელი მათთვის, ვისაც 4 ოქტომბერს დააკავებენ. კანონი როგორ შეიძლება იყოს 3 ოქტომბერს სხვა, 4 ოქტომბერს სხვა – უცნობია, მაგრამ კანონს როგორც აღმოჩნდა, “რამდენიმე ყური” აქვს.
გვიყვებიან, რომ ყოფილი ძალოვნების შეკრებები შეინიშნება დღეს პოლიციის შენობებთან, მაგალითად, წერეთლის გამზირზე, პოლიციის შენობასთან, მოქალაქის ცნობით, ყოფილი ძალოვანის საბუთის მქონე ადამიანები საუბრობდნენ, რომ მოულოდნელად გამოიძახეს, “სამსახურიდან მოხსნეს პირდაპირ” და ისე მიიყვანეს. ასევე, მოქალაქეების ინფორმაციით, პოლიციის შენობებთან, დიდი რაოდენობით შეინიშნება დაცვის პოლიციის წევრების მობილიზება და გადაადგილება. მოქალაქეები თვლიან, რომ ისინი დაიბარეს ფორმის, აღჭურვილობის და ბოლო ინსტრუქციის მისაცემად.
აწევს, თუ არა, ხვალ, ხელს, საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეზე პოლიციელი, თუ ყოფილი პოლიციელი? – ეს კითხვა დღეს არაერთხელ დაისვა, თუმცა, პასუხი, 24 საათზე ნაკლებ დროში გამოჩნდება.