ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ ლუკა კურტანიძე დააკავეს

ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
-ის პრესცენტრის ცნობით, ლუკა კურტანიძე, – რომლის ოფიციალურ სახელია ელდარ კურტანიძე, – დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით.
· ოჯახში ძალადობა 2 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო თუკი ადამიანს არაერთხელ აქვს ჩადენილი – ერთიდან სამ წლამდე პატიმრობით.
· მეორე ბრალდება კი ორ წლამდე პატიმრობით ისჯება.
დღეს, 27 ივლისს, კურტანიძის ყოფილმა ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ განაცხადა, რომ კურტანიძე ქობულეთში მდებარე სახლში შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
ხათუნა მიქაცაძეს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება. მისი ცნობითვე, აქვს მსუბუქი ტვინის შერყევა.
„ეს არ არის არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე და მეხუთა შემთხვევა. ყველა ჯერზე, როდესაც მივმართე პოლიციას, მეუბნებოდნენ, რომ იმიტომ, რომ ელდარ კურტანიძეა, მოდი, ნუ გავწირავთ და მოდი, შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობით“, – ამბობს მიქაცაძე.
„იმედს ვიტოვებ, რომ ახლა, ამ პროცესში, როცა პოლიციის თანამშრომლები დაესწრნენ ამ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იტყვიან“, – ამბობდა ხათუნა მიქაცაძე.
ფორუმი