ყოფილ “ვაგნერელს” მეორედ ჩადენილი მკვლელობის გამო 8 წელი მიუსაჯეს

რუსეთის კერძო სამხედრო ჯგუფის, “ვაგნერის” ყოფილი მებრძოლი ალექსანდრე კუზმინი მკვლელობის გამო გაასამართლეს. შეყვარებული ქალის მოკვლის გამო, 4 ივნისს, 41 წლის მებრძოლს თათარსტანის სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კუზმინს მკვლელობა ადრეც ჰქონდა ჩადენილი. ის პატიმარი იყო და 10 წელს სასჯელს იხდიდა, როცა “ვაგნერში” დაქირავებულ მებრძოლად გაწევრიანდა და უფლება მიეცა, დარჩენილი ვადა ში, ს ძალების მხარეს ბრძოლით მოეხადა.
ჭრილობის მიღების შემდეგ, კუზმინი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით შეიწყალეს და ის ფრონტის ხაზიდან შინ დაბრუნდა. მისი სიტყვებით, შეყვარებულ ქალთან კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რადგან კუზმინს სხვა ნაცნობმა ქალმა დაურეკა.
დამნაშავემ ქალი ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ მონადირის დანით ჭრილობები მიაყენა სახის, კისრის და მკერდის არეში. ის ღამით შინ არ დაბრუნებულა, დილით კი ქალი მკვდარი დახვდა. ამის შემდეგ, კუზმინმა ტაქსი გამოიძახა და სხვა ქალაქში გაემგზავრა.
ექსპერტიზის დასკვნით, ნაცემი ქალის გარდაცვალების მიზეზი სხეულის გადაციება გახდა. სახლი, რომელშიც კუზმინმა დაჭრილი ქალი დატოვა, შეშის ღუმელით თბებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე