ყოფილმა რესპუბლიკელმა ვიცეპრეზიდენტმა, დიკ ჩეინიმ არჩევნებზე კამალა ჰარისის კანდიდატურას დაუჭირა მხარი

აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა -უმცროსის ადმინისტრაციაში, რესპუბლიკელმა დიკ ჩეინიმ, განაცხადა, რომ ქვეყნის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, 5 ნოემბერს, ის ხმას მისცემს დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ამჟამინდელ ვიცეპრეზიდენტს, კამალა ჰარისს.
ამ განცხადებით ჩეინი, რომელიც გავლენიან ფიგურად ითვლება ბუში-უმცროსის ადმინისტრაციაში, 6 სექტემბერს, გამოვიდა. ამ კვირის დასაწყისში, მომავალ არჩევნებში მამის ამ პოზიციის შესახებ იტყობინებოდა მისი ქალიშვილი, ლიზ ჩეინი, – ნათქვამია Associated Press-ის სტატიაში.
AP-ი აღნიშნავს, რომ ყოფილი ვიცეპრეზიდენტის განცხადება აღიქმება არა იმდენად ჰარისის მხარდაჭერად, რამდენადაც რესპუბლიკელების კანდიდატის, ს, ოპოზიციად.
“მას უკვე არასდროს შეიძლება ვანდოთ ხელისუფლება. ჩვენ ყველანი, როგორც მოქალაქეები, ვალდებულები ვართ ქვეყანა პარტიულ მიკუთვნებულობაზე მაღლა დავაყენოთ, რათა დავიცვათ კონსტიტუცია,”- განაცხადა დიკ ჩეინიმ.
ჩეინის განცხადებას მიესალმნენ ს წინასაარჩევნო შტაბში. “ვიცეპრეზიდენტი ამაყობს მხარდაჭერით და ღრმად პატივს სცემს ჩეინის გამბედაობას”, – განაცხადა შტაბის თავმჯდომარემ, ჯენ ო’მელი დილონმა.
-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტრამპმა, რომელიც ახალი ვადით იყრის კენჭს თეთრ სახლში, კომენტარი გამოაქვეყნა თავის სოციალურ პლატფორმა Truth-ზე. მან ჩეინის “უადგილო RINO” უწოდა, რაც შემოკლებით აღნიშნავს – “რესპუბლიკელი მხოლოდ ნომინალურად”. ტრამპმა ჩეინის ასევე “დაუსრულებელი უაზრო ომების მეფე” უწოდა, რითაც მიუთითა მის როლზე ერაყის ომში. დიკ ჩეინი შეუერთდა მზარდ რიცხვს რესპუბლიკელი პოლიტიკოსებისა, რომლებიც შეშფოთებას გამოხატავენ დონალდ ტრამპის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ქალიშვილმა, ლიზ ჩეინიმაც კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი. ლიზ ჩეინი შედიოდა წარმომადგენელთა პალატის საგანგებო კომიტეტში, რომელიც იძიებდა 2021 წლის 6 იანვრის არეულობებს კაპიტოლიუმში. ის იყო ასევე ერთ-ერთი 10 რესპუბლიკელთაგან, რომელთაც ხმა მისცეს ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის, იმპიჩმენტს პარლამენტში მომხდარი მოვლენების შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდნენ მისი მხარდამჭერები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გიორგი ისაკაძემ თავად აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში – ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და მაღალი ტრიბუნიდან, მედიიდან გვესაუბრება

ანალენა ბერბოკი – საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ – განვიხილავთ შემდგომ ზომებს – ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ