ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხმა მისცა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის მაღალ აქტივობაზე.
„საარჩევნო უბანზე თქვენ ხედავთ რიგებს. ეს საქართველოში ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ როდესაც ამდენი ამომრჩეველი მოდის, ეს არის ნათელი გზავნილი იმისა, რომ ხელისუფლება იცვლება. მეც დღეს ქართველ ხალხთან ერთად გამოვუწერე “პლაცკარტის” ბილეთი ამ ხელისუფლებას იქ, სადაც მათი ადგილია – ს ფედერაციაში. ასეთია ჩემი განწყობა და ასეთია იმ ადამიანების განწყობა, ვისაც მე ვხედავ ახლა აქ”, – განაცხადა მარგველაშვილმა და დაამატა, რომ ეს ჯამურად ოპოზიციის გამარჯვებაა.