ყოფილმა მსაჯმა “კვარას” წაქცევისას არდანიშნულ პენალტზე გააკეთა კომენტარი – რას ნიშნავდა ხვიჩას აღნიშვნა?

“ვერონასთან” მოგებულ მატჩში “ნაპოლის” გარემარბის ს მიერ მეტოქის კარის დალაშქვრამ და საერთოდ, მისმა თამაშმა იტალიურ მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
“ტუტოსპორტი” წერს, რომ ეს ევროგოლი იყო, calciomercato კი ქართველის აღნიშვნაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც შეხვედრისას რამდენიმეჯერ მოუწოდა გულშემატკივრებს მეტი აქტიურობისაკენ, ხოლო როდესაც გაიტანა, ყურზე თითი მიიდო, თითქოს პუბლიკას მიმართა: “მე თქვენი არ მესმის”, რასაც გახარებული ტიფოზების ყიჟინა მოჰყვა – ისინი კვარაცხელიას გვარს სკანდირებდნენ.
ყოფილმა მსაჯმა ლუკა მარკეტიმ Dazn-ის ეთერში განაცხადა, რომ პირველ ტაიმში კვარაცხელია მოწინააღმდეგის საჯარიმოში კაბალთან კონტაქტის შედეგად წაიქცა, პენალტი
აშკარა იყო, მაგრამ არბიტრმა ობიექტური გადაწყვეტილება არ მიიღო.
ჟურნალისტმა კარლო ალვინომ კითხვა დასვა, რომელსაც თავადვე უპასუხა: “რატომ მოიგო “ნაპოლიმ”? იმიტომ, რომ მათ ჰყავთ კვარაცხელია, აგრეთვე ლინდსტრიომი და ნგონჟი, ვერონელებს კი არ ჰყავთ. ხარისხი უპირველეს ყოვლისა რთულ სიტუაციაში ვლინდება”.