ყოფილმა ელჩმა იმედი რამე გააფუჭა ქართულ ამერიკულ ურთიერთობებში, ამაზე მეტის გაფუჭება შეუძლებელი იყო – ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე

ყოფილმა ელჩმა იმედი რამე გააფუჭა ქართულ ამერიკულ ურთიერთობებში, ამაზე მეტის გაფუჭება შეუძლებელი იყო – კელი დეგნანზე
პრემიერი ირაკლი დასავლეთთან ურთიერთობებზე აცხადებს:
,,მაქვს იმედი, რომ არსებული არასწორი რელსებიდან ეს ურთიერთობები გადავა სწორ რელსებზე. თავის დროზე ყოფილმა ელჩმა იმედი რამე გააფუჭა ქართულ ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამაზე მეტის გაფუჭება უბრალოდ პრაქტიკულად თუ თეორიულად იყო შეუძლებელი, მაქსიმუმი გააფუჭა წინა ელჩმა ქართულ ამერიკული ურთიერთობების კუთხით.
არავითარი პრაქტიკული დატვირთვა ამას არ აქვს, თქვენ გახსოვთ, თავის დროზე მოსამართლეების მიმართაც დაწესდა ასეთი სავიზო შეზღუდვები, თუმცა ამას არავითარი ფორმით არ უმოქმედია სასამართლოს საქმიანობაზე, არ შეუზღუდია სასამართლო დამოუკიდებლობა. ამერიკის რეპუტაციაზე იმოქმედა, როდესაც სავიზო შეზღუდვებს აწესებ ყოველგვარი ფაქტისა და მტკიცებულების გარეშე, ეს რა თქმა უნდა, შენი ქვეყნის რეპუტაციაზე მოქმედებ, ამ შემთხვევაში ამერიკულმა მხარემ დააწესა მოსამართლეების მიმართ სავიზო შეზღუდვები ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულებების გარეშე”

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება