ყოფილი ცოლის ინტიმური ფოტოების გავრცელების ბრალდებით კაცი დააკავეს

დააკავეს 37 წლის კაცი, რომელსაც ბრალად ედება შურისძიების მიზნით ყოფილი ცოლის ინტიმური ფოტოების გავრცელება. ინფორმაციას ავრცელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
“ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 1987 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ო.ა.-მა, ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა, და საკუთარ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა. აღნიშნულის შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები დაზარალებულის ნათესავებს whatsapp-ის საშუალებით გადაუგზავნა”, – წერია საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
სამსახურმა კაცი დააკავა, მას ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. ბრალდებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ