ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დააკავეს

საგარეჯოში ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებით 1977 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლები ი.ხ. პოლიციამ დააკავა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 30 ნოემბერს გაავრცელა.
შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ყოფილ მეუღლეს და მის ქმარს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალის ქმარი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. კაცს ბრალად ედება ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – როცა რეჟიმი ასე გიტევს, ის ბოლომდე წავა, გაჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მის ძალადობას დაუპირისპირდება გადაულახავი ძალა, რომელიც მას დააფრთხობს – ძალას ახლა კი ვხედავ, მაგრამ ეს ძალა დაქსაქსულია

ირაკლი კირცხალია ALDE-ზე – „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ, შემდეგ, ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რომელიც ტერორიზმს გეგმავდა, ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია