ყოფილი ქმრის მიერ ნაწამები ქალის გადარჩენა მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა ვერ შეძლეს

ყოფილი ქმრის მიერ ნაწამები ქალის გადარჩენა მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა ვერ შეძლეს – ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ჯერ მჟავა შესახა, შემდეგ დაჭრა, მერე ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ცნობისთვის, შემთხვევა 25 სექტემბერს კასპში მოხდა.

გამოძიების თანახმად, ზურაბ ბურდული ყოფილ ცოლს განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა. მან გუშინ დანაშაული აღიარა – ბურდულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – 4 ოქტომბერს ყველაფერი შეიძლება მოხდეს და შეიძლება არაფერი მოხდეს – კარგი ფორმულაა 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ, მაგრამ გვაქვს 5 და 6 ოქტომბერი – არ არის გამორიცხული გრძელვადიანი ბრძოლის პროცესში ჩავდგეთ