ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირები, სამეცნიერო და სახელოვნები წრეების წარმომადგენლები, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ს, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ლიდერებისადმი ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

საქართველოს ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილი წევრები, სამოქალაქო მოძრაობები, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეები, პროფესიული გაერთიანებები, ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები თავისუფალი სამყაროს ლიდერებისადმი ერთობლივ მიმართვას ავრცელევენ.
მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო ს შედეგების აღიარება იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი პროდასავლური კურსის საბოლოო მარცხის საწინდარი, ამ კონტექსტში კი ისინი
-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ხალხს და მიიღოთ ყველა შესაძლო ზომა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნების გამოხატვის დასაცავად. უფრო კონკრეტულად, მიმართვის ავტორები 3 მოთხოვნას აყენებენ.
“საქართველოს სუვერენიტეტი, მისი, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს მომავალი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა. 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ხალხს უარი ეთქვა ფუნდამენტურ უფლებაზე, თავისუფლად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება ფართო, სისტემატური საარჩევნო გაყალბების გამო. პრეზიდენტ ს განცხადებით, ეს იყო “ქართული ოცნების” ხელით განხორციელებული რუსული სპეცოპერაცია. საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ და ევროპარლამენტმა – ყველამ დააფიქსირა სერიოზული დარღვევები საარჩევნო პროცესში. მათ შორის: არათანაბარი საარჩევნო გარემო, ამომრჩეველთა დაშინება და შემზღუდველი კანონმდებლობა, რომელიც ახშობდა ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ქმნიდა პირობებს, რომლებიც, როგორც დადასტურებულია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ, ვერ აკმაყოფილებდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ძირითად სტანდარტებს.
გარდა ამისა, აშშ-ს ჰელსინკის კომისია გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას შექმნილი ვითარების გამო და აღწერს ამჟამინდელი ხელისუფლების ავტორიტარულ ტრაექტორიას, როგორც სერიოზულ საფრთხეს საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. ანალოგიურად, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ცნობილმა თავმჯდომარეებმა საჯაროდ დაგმეს საარჩევნო დარღვევები და მოითხოვეს საერთაშორისო ჩართულობა საქართველოში დემოკრატიული ნორმების დაცვისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. აშშ-ს კონგრესსა და ევროპის ქვეყნების პარლამენტებში სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ ჩატარებულ არჩევნებზე, როგორ საქართველოს დემოკრატიისა და სუვრენიტეტისთვის უდიდეს გამოწვევაზე.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი პროდასავლური კურსის საბოლოო მარცხის საწინდარი. მაღალი ალბათობით ქვეყანა დაადგება შეუქცევადი ავტორიტარიზმის გზას და დაკარგავს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას. დემოკრატიის მარცხი საქართველოში პირდაპირ უდრის მის დამარცხებას მთელს რეგიონში, უტოლდება დასავლეთის მორიგ ავტორიტარული სამყაროს წინაშე და უდიდეს დარტყმას აყენებს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას გაზრდილი გლობალური გაურკვევლობის ფონზე.
ამ კრიტიკულ მომენტში ამ არჩევნების შედეგების აღიარება სთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობის ტოლფასი იქნება – ხანგრძლივი და დრამატული შედეგებით როგორც საქართველოსთვის, ასევე მისი მოკავშირეებისთვის. ვინაიდან ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი უარს აცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ხელისუფლების მიტაცების მცდელობის ლეგიტიმაციაზე, ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ლიდერებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს და პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს, მათ შორის, აშშ-ის კონგრესისა და სენატში, სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ხალხს და მიიღოთ ყველა შესაძლო ზომა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნების გამოხატვის დასაცავად. კერძოდ, მოსთხოვოთ საქართველოს ხელისუფლებას: 1. ხმის მიცემის, საარჩევნო ოქმების გასაჯაროვება; 2. არჩევნების გაყალბების, საარჩევნო დარღვევებისა და მანიპულაციების საერთაშორისო გამოძიება და 3. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, სტრუქტურულად სახეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციისა და საქართველოს მოსახლეობის ნების თავისუფლად გამოხატვის სრულად უზრუნველყოფის პირობებში.
მოგიწოდებთ, დაუდგეთ საქართველოს გვერდით მის ბრძოლაში დემოკრატიული პრინციპების, თავისუფლებების და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის შესანარჩუნებლად.
დიდი მადლობა საქართველოს ყველა მეგობარს სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის გვერდში დგომისთვის. ფასდაუდებელია თქვენი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზაზე“, – ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას უერთდებიან საქართველოს ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილი წევრები:
1. – საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში და იუნესკოში; საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი, კინო-რეჟისორი;
2. დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე;
3. დავით ბაქრაძე – საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე;
4. გრიგოლ მგალობლიშვილი – საქართველო ყოფილი პრემიერ-მინისტრი;
5. მაია კოპალეიშვილი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
6. ქეთევან ერემაშვილი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
7. ნინო ბაკაკური – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
8. ბესარიონ ალავიძე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
9. თედო ჯაფარიძე – საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; საქართველოს ყოფილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე უშიშროების საკითხებში; საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;
10. გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, საქართველოს ყოფილი ეროვნული უშიშროების საბჭო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი;
11. თორნიკე გორდაძე – ყოფილი სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;
12. ალექსი პეტრიაშვილი – ყოფილი სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;
13. უჩა ნანუაშვილი – საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი;
14. ვალერი ჩეჩელაშვილი – ყოფილი ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, საქართველოს ყოფილი ელჩი ში, მოლდოვასა და რუსეთში, ყოფილი გენერალური მდივანი: BSEC, GUAM;
15. გიგი უგულავა – ქალაქ თბილისის ყოფილი მერი;
16. ნოდარ ხარშილაძე – თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, საქართველოს სტრატგეიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი
17. ნინო კალანდაძე – საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, აღმასრულებელი დირექტორი, ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი, უფროსი პარტნიორი, BGI Legal
18. გიორგი ბადრიძე – საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, დიპლომატი;
19. სოფიო ხუნწარია – ქალაქ თბილისის მერის ყოფილი მოადგილე, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი.
გარდა ამისა, მიმართვის ხელმომწერი არიან შემდეგი სამოქალაქო მოძრაობები, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეები, პროფესიული გაერთიანებები, ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები:
1. გოგი ალექსი-მესხიშვილი – საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი, ბერლინის კინოფესტივალის ოქროს დათვის მფლობელი, შოთა რუსთაველის პრემიის და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, აშშ-ის დართმუდის კოლეჯის პროფესორი
2. ნინო ქათამაძე – მუსიკოსი
3. ნანა ჯორჯაძე – კინორეჟისორი
4. პაატა ციკოლია – დრამის რეჟისორი, დრამატურგი
5. ნუცა ალექსი-მესხიშვილი – კინო-რეჟისორი;
6. მაია გელოვანი – მსახიობი, ტელეწამყვანი
7. ნიკა მაჩაიძე – მუსიკოსი.
8. კახა კინწურაშვლი – მსახიობი
9. გიორგი თავართქილაძე – რეჟისორი
10. მამუკა ცუცქირიძე – მხატვარი, ხელოვნების ფონდის ხელმძღვანელი
11. ხათუნა ლაგაზიძე – „აირჩიე ევროპა“-ს თავმჯდომარე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში;
12. ლაშა ძებისაშვილი – საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი,
13. გიორგი რუხაძე – აირჩიე ევროპა ს დამფუძნებელი. GSAC -ის დამფუძნებელი.
14. ვიქტორ ყიფიანი – თავმჯდომარე, ანალიტიკური ცენტრი “ჯეოქეისი”
15. ბექა კობახიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
16. გიორგი ანთაძე – ჯეოქეისის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი
17. ზურაბ ბატიაშვილი – ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი.
18. – დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი, უფროსი პარტნიორი, BGI Legal
19. დავით ბრაგვაძე, ისტორიკოსი, უსაფრთხოების პოლიტიკის მკვლევარი
20. გიორგი თარგამაძე – საპარლამენტო უმცირესობის ყოფილი ლიდერი; ჟურნალისტი, ტვ ფორმულას გენ.დირექტორის მოადგილე;
21. დავით დვალი – ტელეკომპანია რუსთავის 2-ის დამფუძნებელი
22. ნინო ჯანგირაშვილი – ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი, ჟურნალისტი.
23. თეო გილიგაშვილი – მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი
24. – ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტელეკომპანია „ტვ პირველი“
25. თეა ადეიშვილი – ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტელეკომპანია „მთავარი“
26. ნათია გოგსაძე – ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტელეკომპანია „მთავარი“
27. ლიკა ბასილაია-შავგულიძე – საზოგადოებრუვი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი
28. ეკატერინე მიშველაძე – ტვ პირველი, წამყვანი
29. თენგიზ გოგოტიშვილი – ჟურნალისტი, ტელეკომპანია „მთავარი“
30. ირაკლი ტაბლიაშვილი – ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტელეკომპანია „ფორმულა“
31. რევაზ კიკნაძე – ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი;
32. ნანა შარიქაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სახ. კონსერვატორიის ყოფილი რექტორი
33. ვილი პაჭკორია – საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი
34. ბიძინა კულუმბეგოვი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ალერგოლოგ/იმუნოლოგი.
35. თემურ პაპასკირი – თსუ პროფესორი, ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი
36. იაგო კაჭკაჭიშვილი – სოციოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
37. ლევან გორდეზიანი, თსუ პროფესორი
38. ცირა ელისაშვილი -კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი. პროფესორი.
39. ნინო დოლიძე – სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
40. ნიკოლოზ სიმონიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ადვოკატი
41. ლუკა ჭოხონელიძე – ახალგაზრდული მოძრაობა „ნაბიჯი“, დამფუძნებელი
42. ნიკო მანაგაძე – სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” დამფუძნებელი
43. თამაზ ელიზბარაშვილი – ბიზნესმენი, ცხოველთა უფლებების დამცველი.
44. თინა მამულაშვილი – გამომცემელი, სულაკაურის გამომცემლობა
45. სოფიო გოგოხია – სსიპ აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტ. მასწავლებელი. 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი. ქალთა საინიციატივო ჯგუფ “თანასწორის”ლიდერი.
46. თორნიკე ბარათაშვილი – “ევროპა ჩვენი სახლია”, ქუთაისი
47. დავით ქაცარავა – ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი
48. დათო გოჩავა -პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის დამფუძნებელი
49. თამარ მექვაბიშვილი – ჟურნალისტი, სამოქალაქო პლატფორმა წინაპრების და ჯგუფ 26 ის დამფუძნებელი
50. ნინო ორდენიძე – სამოქალაქო აქტივისტი. შშმ პირთა უფლებადამცველი.
51. ციალა ქათამიძე – სამოქალაქო აქტივიზმის ლიდერი,
52. ლევან ჩხეიძე – ადვოკატი
53. ლევან ბუთხუზი – ბიოლოგი
54. ირმა ზოიძე – საგამოძიებო ფილმების სტუდია „REC’, ბათუმი
55. გაგა ჩხეიძე – გერმანისტი, კულტურის მენეჯერi
56. ნინო კირთაძე – კინორეჟისორი
57. ნანა ექვთიმიშვილი – კინორეჟისორი, მწერალი,
58. კოტე სულაბერიძე – მხატვარი
59. ნინო ჭილაშვილი – მხატვარი
60. ანა გურგენიძე – მხატვარი, კურატორი
61. სიმონ ჯანაშია – განათლების სპეციალისტი
62. – მწერალი
63. სერგო რატიანი, ფილოსოფოსი. ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
64. სოფიო კილასონია – კულტურის კვლევების დოქტორი. ილიას უნივერსიტეტი.
65. ანა რიაბოშენკო, ხელოვანი, კულტურის მენეჯერი
66. გვანცა ჯობავა, გამომცემელი,
67. ნატა ფერაძე, სამოქალაქო აქტივისტი.
68. გიორგი ჭანტურია – განათლების სპეციალისტი
69. თეკლა მაჭავარიანი – კინოპროდიუსერი
70. ანა ძიაპშიპა – კინორეჟისორი, პროდიუსერი
71. ქეთი მაჭავარიანი – კინორეჟისორი
72. სალომე ჯაში – კინორეჟისორი
73. ლევან აბსუშელიშვილი – კინომცოდნე
74. ნინო ჯინჭარაძე – პროდიუსერი
75. უტა ბერია – რეჟისორი,
76. გიორგი თავართქილაძე – კინორეჟისორი
77. რევაზ აფხაზავა – განათლების სპეციალისტი
78. ლაშა ბერაია, გამომცემელი
79. მაკა კასრაძე, გამომცემელი, გამომცემლობა „ზებრა გრუპი“
80. მაია კუდავა, გამომცემელი, გამომცემლობა „არტანუჯი“
81. თამარ ჟვანია, მუსიკოსი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
82. ნინო ჟვანია, მუსიკოსი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
83. ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე), მწერალი
84. მანანა თევზაძე – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი
85. თამარ ცოფურაშვილი – დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორი
86. არჩილ გიორგობიანი, მუსიკოსი
87. დავით შუღლიაშვილი, ეთნომუსიკოლოგი
88. ზვიად კვარაცხელია, მწერალი, გამომცემელი, ჟურნალი „ქართული მწერლობა“
89. თეონა ჯაფარიძე. ხელოვნების მკვლევარი/კურატორი.
90. ოთარ ბერძენიშვილი. საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი
91. ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი, გამომცემლობა „ზიარი“
92. მარიამ კვიციანი, გამომცემელი, გამომცემლობა “მედუზა”
93. ანა ყიასაშვილი, გამომცემელი, გამომცემლობა “მედუზა”
94. დავით ყოლბაია, ისტორიკოსი, ორიენტალისტი. ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი
95. ილია მახარაძე – ხელოვანი, კურატორი. ,,ყველაფრის მაღაზია” კონცეპტუალური სახელოვნებო სივრცე.
96. ნუგზარ სადიკოვი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
97. ანა კინწურაშვილი, მათემატიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
98. ბესო სოლომონაშვილი, მწერალი, რეჟისორი
99. თამარ შავგულიძე- კინორეჟისორი
100. გიორგი შველიძე – ოპერატორი.
101. დიანა მაღლაკელიძე – კინომცოდნე
102. ნინო კუხალაშვილი – იურისტი
103. შალვა ტაბატაძე- პროფესორი
104. ანა ხაზარაძე – პროდიუსერი, 1991 ფროდაქშენს
105. მეგი კავთუაშვილი – ააიპ “მშობლები განათლებისთვის”
106. თეა ბახტაძე, მუსიკოსი
107. სოფო ჟვანია, ქართული ენის ლექტორი, ვარშავის უნივერსიტეტი
108. სალომე ცისკარიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუზეოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
109. ნინო ჭიაბრიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
110. გიორგი სავანელი, რეჟისორი, დრამატურგი
111. ქრისტინე დარჩია, ხელოვნებათმცოდნე
112. მარიამ ჭაჭია – დოკუმენტური კინოს რეჟისორი/პროდიუსერი
113. მარიამ ჩუბინიძე – ჟურნალისტი, მარკეტოლოგი
114. ლანა ღვინჯილია, ”პოპულუს რეი”-ს დირექტორი
115. ნატო სლეპაკოვა, თარჯიმანი, თავისუფლების მოედანი
116. დავით ცვარიანი – მუზეოლოგი, კომპოზიტორი
117. ანა გელაშვილი – სამოქალაქო აქტივისტი (ააიპ ლომეკის დამფუძნებელი და დირექტორი)
118. ვასილ გულეური, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი
119. მარიამ კიკაჩეიშვილი წიგნის მაღაზია “წიგნები ვაკეში”
120. ლევან ღოლოძე წიგნის მაღაზია “წიგნები ვაკეში”
121. თამარ ბულია, მუსიკოსი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
122. ნანა მეფარიშვილი – არქიტექტორი, კავკასიის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
123. სოფიკო ბაბალაშვილი, აქტივისტი
124. თამარ გუგულაშვილი, ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის ყოფილი მრჩეველი
125. ლელა ჩახაია – განათლების მკვლევარი
126. თამარ სიხარულიძე, ხელოვნებათმცოდნე
127. ხათუნა გოგალაძე, ,,ასოციაცია ბიო”
128. მაია ადუაშვილი, ემიგრანტი, Promote Georgia, ამსტერდამი.
129. მარიამ ნოზაძე, პოლიტიკური მრჩეველი, ბრიუსელი.
130. ეკატერინე კერესელიძე – ემიგრანტი,ბელგიაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია Promote Georgia-ს თანადამფუძნებელი, ბელგიის სააპელაციო სასამართლოს (უცხოელთა სასამართლო საბჭოს) თანამშრომელი.
131. გოჩა გიორგაძე – ემიგრანტი
132. მანანა გრიგოლავა, მასწავლებელი
133. ნინო ტყებუჩავა, მასწავლებელი
134. ქეთინო მერებაშვილი, გეოგრაფიის მასწავლებელი
135. გიტა თვალაბეიშვილი, მასწავლებელი
136. მანუშაკ მკრტიჩიანი, მასწავლებელი
137. გიორგი ლიპარიშვილი – მოსწავლებელი
138. მზია იაკობაძე (კახაძე) – მასწავლებელი
ორგანიზაციები:
139. ჯგუფი „დაიტოვე“
140. ჯგუფი „წინაპრები“
141. ჯგუფი 26
142. ინიციატივა “კულტურა დემოკრატიისთვის” “Culture For Democracy”
143. განათლების პოლიტიკის ცენტრი
144. სამოქალაქო მოძრაობა “ტალღა”
145. საქართველოს კინოს ინსტიტუტი
146. საქართველოს პენ ცენტრი
147. ააიპ ICOM საქართველო
148. ააიპ ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
149. ფილმწარმოების კომპანია კინო ელვა /Kino Elva
150. ააიპ “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
151. ააიპ “ქართული სახლი”
152. ყაზბეგში დაფუძნებული – ააიპ ლომეკი
153. ააიპ “ღია სივრცე ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი”
154. კინოწარმოების კომპანია ოპიოდოკი
155. „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“
156. საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“
157. კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე
158. ჟურნალი „ქართული მწერლობა“
159. გამომცემლობა „ინტელექტი“
160. გამომცემლობა „ზიარი“
161. გამომცემლობა „მედუზა“
162. გამომცემლობა „ზებრა გრუპი“
163. საქართველოს მუსიკოსთა პროფკავშირი
164. დოკუმენტური კინოს აასოციაცია / Documentary Association Georgia
165. განათლების პროფესიული კავშირი
166. ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა
167. საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
168. დევნილთა და სოციალურად დაუცველთა ორგანიზაცია თანადგომა
169. საჯარო უწყებათა საზოგადოებრივი მონიტორინგი და მუნიციპალური აქტივობა
170. საქართველოს განვითარების ფონდი ქადაგი
171. ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის
172. საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია
173. სამოქალაქო ერთობა
„საინიციატივო ჯგუფი: „აირჩიე ევროპა“ და ინიციატივა „კულტურა დემოკრატიისთვის“ მადლობას უხდის ყველა ხელმომწერს, ვისთვისაც საქართველოსთვის ამ კრიტიკულ მომენტში ქვეყნის ევროპული მომავალი და დემოკრატიული არჩევნები უმთავრესი ღირებულებაა. ხელმოწერები გრძელდება, გთხოვთ შემოგვეირთდით“, – აცხადებენ მიმართვის ინიციატორები.