80 დღის განმავლობაში არ ყოფილა ერთი დღეც, რომ მსვლელობა მშვიდობიან ფარგლებს გასცდენოდა – კატასტროფაა ხელისუფლების სამივე შტოში, განსაკუთრებით სასამართლო ხელისუფლებაში, – ამის შესახებ ყოფილმა მოსამართლე დავით ჯუღელმა “ინტერპრესნიუსს” თბილისში მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
მისი თქმით, პროტესტის მონაწილეები თავად წარმოადგენენ კონსტიტუციისა და კანონის მცველებს.
„ეს ზღვა ხალხი წარმოადგენს საქართველოს ნათელი მომავლის აღმშენებლებს და მცველებს. ესენი არიან კონსტიტუციის მცველებიც, სამართლის მცველებიც, კანონის მცველებიც. 80 დღის განმავლობაში არ ყოფილა ერთი დღეც, რომ მსვლელობა მშვიდობიან ფარგლებს გასცდენოდა. კატასტროფაა ხელისუფლების სამივე შტოში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლებაში”,- განაცხადა ჯუღელმა.
