ყოფილი მინისტრები, ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე განაგრძობენ – ირაკლი

ყოფილი მინისტრები, ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე განაგრძობენ – ირაკლი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკვე ყოფილი მინისტრები, ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე განაგრძობენ.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ განაცხადა, რაც საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელმძღვანელებად ახალი კანდიდატები წარადგინა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძეს, ოთარ შამუგიას გაწეული საქმიანობისთვის თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ წარმატებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა გასული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული საქმიანობისთვის.
სამივე მათგანი განაგრძობს საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე, რასთან დაკავშირებითაც დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ