ყოფილი მეუღლის ინტიმური ფოტოები ნათესავებს Whatsapp-ით გადაუგზავნა – დააკავეს 36 წლის კაცი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 36 წლის კაცი, რომელმაც ყოფილი მეუღლის ინტიმური ფოტოები ნათესავებს გაუგზავნა, უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით.
საგამოძიებო სამსახურმა, დაკავებულს ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიების ვერსიით, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 1987 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ო. ა.-მა, ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა, და საკუთარ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა. აღნიშნულის შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები დაზარალებულის ნათესავებს „წჰატსაპპ” -ის საშუალებით გადაუგზავნა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული 1987 წელს დაბადებული ო.ა. დააკავა”.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით