ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მასშტაბური მშენებლობის პროექტს ოპოზიცია და ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა ლიდერებმა პარტია „ლელოდან” საბა ბუაძემ, ვატო სურგულაძემ და პარტია „ახალის” წარმომადგენელმა მ დღეს იპოდრომზე საგანგებო ბრიფინგი გამართეს და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იპოდრომზე დაგეგმილი მასშტაბური მშენებლობის დაწყება გააპროტესტეს.
იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებლობის გეგმარებით პროექტს თბილისის საკრებულო დღეს ამტკიცებს.
ოპოზიციურ პარტიათა ლიდერების განცხადებით, დღეს თბილისის საკრებულო ამტკიცებს მორიგ ვანდალურ პროექტს რომელიც დედაქალაქის უკანასკნელ მწვანე სივრცეს გაანადგურებს. საბა ბუაძის თქმით, ივანიშვილი, კალაძე და ფხაკაძე იპოდრომის ტერიტორიაზე მასშტაბური მშენებლობის დაწყებით თბილისის ურბანულ გენოციდს ახორციელებენ, რაც დაუშვებელია და ამ საკითხის ირგვლივ აუცილებელია საზოგადოების გაერთიანება.
ოპოზიციური პარტიები მოსახლეობასთან ერთად მოითხოვენ დაუყოვნებლივ შეჩერდეს პროექტი და სრულად გადაიხედოს ტერიტორიის განვითარების წინადადება.