ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკის მიმართვა: ბატონო ოფიცრებო, დასჯადია უკანონო ბრძანების შესრულება

“დასჯადია უკანონო ბრძანების შესრულება, უფლება მოსილების გადამეტება, არაპროპორციული ძალის გამოყენება, უკანონო დაკავება ან დაკავება კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით”- ამ სიტყვებით მიმართავს ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, ია პაიჭაძე ოფიცრებს.

მან აქციის მონაწილეებსაც მიმართა: “ქვე მინდა მივმართო აქციის მონაწილეებს ნუ შეხვალთ კომუნიკაციაში ძალოვნებთან ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას”.

“ბატონო ოფიცრებო!!!
ყოველგვარი შეგონებებისა და მოწოდების გარეშე, გახსოვდეთ ძალოვანი უწყება დეპოლიტიზირებულია. დასჯადია უკანონო ბრძანების შესრულება, უფლება მოსილების გადამეტება, არაპროპორციული ძალის გამოყენება, უკანონო დაკავება ან დაკავება კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. გახსოვდეთ, რომ თქვენ წინაშე დგას ქართველი ხალხი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მოთხოვნით და არა კრიმინალური სამყარო. გახსოვდეთ, რომ ემსახურებით საქართველოს! თუ ეს ყოველივე არ გახსოვთ ან არ გინდათ გახსოვდეთ “ხარება” ხომ გახსოვთ??? აქვე მინდა მივმართო აქციის მონაწილეებს ნუ შეხვალთ კომუნიკაციაში ძალოვნებთან ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას. მორალზე, პატრიოტიზმზე შეგონებები აზრს მოკლებულია. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ქართველი ხალხი!!!🇬🇪
შევხვდებით 4 -ში რუსთაველზე 🇬🇪” – წერს ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, ია პაიჭაძე სოციალურ ქსელში.