“ყოველ ჯერზე უფრო ნათლად გვესმის მიზეზი, რის გამოც მას “მეფეს” ეძახიან” – “ვილიარეალის” პოსტი მიქაუტაძეზე

გიორგი მიქაუტაძე “სევილიასთან” გასვლითი მატჩის 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და მისი ჩინებული დრიბლინგისა და პასის შედეგად მანორ სოლომონმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ბუნებრივია, “ყვითელი წყალქვეშა ნავის” ქომაგები ქართველი ფორვარდის თამაშით აღფრთოვანდნენ.
“ვილიარეალის” ოფიციალურმა გვერდმა კი სოციალურ ქსელში მიქაუტაძეზე დაწერა: “ყოველ ჯერზე უფრო ნათლად გვესმის მიზეზი, რის გამოც მას “მეფეს” ეძახიან”.
მიქაუტაძემ ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: flashscore 7.4, whoscored 7.1, sofascore 7.0. თუმცა, გვგონია, უფრო მაღალ ქულებსაც იმსახურებდა.
„ყვითელ სუბმარინას“ მომავალი ერთი თვის განმავლობაში ურთულესი დაპირისპირებები (მათ შორის იუვენტუსთან, რეალთან და მანჩესტერ სიტისთან) ელის და გიორგის თავის გამოჩენის კარგი შესაძლებლობები მიეცემა.
გამოიწერე ჩვენი ფეისბუქ გვერდი და არ გამოტოვო მთავარი სპორტული სიახლეები – https://www.facebook.com/sportnewsoftheworld
“მოწინააღმდეგე გუნდის დაცვას უბრალოდ აგიჟებს” – რას წერენ ესპანელები მიქაუტაძეზე?
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი, ისაკის პირველი გოლი და ეკიტიკეს უცნაური წითელი – “ლივერპულმა” “საუთჰემპტონი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა
მ “ოქროს ბურთის” ნომინანტთა შორის მე-12 ადგილი დაიკავა
“მოწინააღმდეგე გუნდის დაცვას უბრალოდ აგიჟებს” – რას წერენ ესპანელები მიქაუტაძეზე?
[VIDEO] როგორ ველოდით – მიქაუტაძემ ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა!
[VIDEO] აკი კარში ვერ ურტყამსო – მიქაუტაძის ნანატრი გოლი და “ვილიარეალის” გამარჯვება
Fútbol Fantasy: მიქაუტაძის 168 წუთი და 0 დარტყმა