ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომელთა ქონებრივ დეკლარაციასაც ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი “მთავართან” ამბობს, რომ ეს მისთვის ახალი არ არის და ყოველ წელს ამოწმებენ.
“ყოველ წელს მამოწმებენ, ამიტომ არ არის, კი ბატონო, შეამოწმონ, თუ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მე პრობლემა არ მაქვს. […] ყოველ წელს მამოწმებენ, ამიტომ ეს ჩემთვის ახალი არ არის, არ არის პრობლემა”, – ამბობს მურუსიძე.
ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა იმ პირთა სია, რომელთა ქონებრივ დეკლარაციებსაც 2024 წელს შეისწავლის. სიაში 150 თანამდებობის პირია, მათ შორის, პრემიერი, მინისტრები, დეპუტატები, სხვადასხვა საჯარო უწყებების თანამშრომლები, მინისტრების მოადგილეები, მოსამართლეები, ასევე კიდევ 150 ადამიანი შეარჩია დამოუკიდებელმა კომისიამ განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით.
იხილეთ:
· რა ქონებას ფლობენ სანქცირებული მოსამართლეები?