ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი „თბილისის პიარის დღეები 2024“ გაიმართება

15 ნოემბერს, 20:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმაზე სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი „თბილისის პიარის დღეები 2024“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, ფორუმის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს განვითარება და დაინტერესებული საზოგადოების წამყვან სპეციალისტებთან დაკავშირება.
ფორუმზე მსოფლიოს სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს წამყვანი სპეციალისტები ისაუბრებენ წლის ყველაზე აქტუალურ თემაზე “PR and Gen Z”.
მოწვეული სპიკერები:
Brian Smith – Department Chair and Professor University of Mississippi. Theme: “Strategic Communications Across Generations” (USA)
Nate Bernolet – Chief Executive Officer Theme: “The Power of Gen Z: How Values and Digital Engagement Influence Buyer Decision-Making” (UK)
Ansgar Zerfass – Chair of Strategic Communication at the Institute of Communication and Media Studies at Leipzig University. Theme: “Strategiccommunication: What research tells us and what practitioners should keep in mind” (GERMANY)
Adam Stezewski – Head of Social Media Management at MADIVO E-Commerce. Theme: “Social Media Management Across Generations” (POLAND)
ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სამუშაო ენა: ინგლისური
ფორმატი: Zoom
სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/T0D6b“,- ნათქვამია ინფორმაციაში.